ია მეტრეველი: სააკაშვილს არ დაავიწყდეს, რა ცოდვები დააკისრა თავის შთამომავლობას!

ია მეტრეველი: სააკაშვილს არ დაავიწყდეს, რა ცოდვები დააკისრა თავის შთამომავლობას!

რა თქმა უნდა, ამ, მსოფლიო მაწანწალა, მასხარა მიშას, არც ვუყურებ და არც ვუსმენ, მაგრამ სოციალურ ქსელში ამოვიკითხე, რეებიც უბოდვია ბუტაზე და სანდროზე. მინდა შევახსენო მაგ ბოროტებას, არ დაავიწყდეს, რა ცოდვები დააკისრა თავის შთამომავლობას, აც ძალიან მწარედ მოეკითხებათ. მეცოდებიან ისინი, თუმცა ასეა, ადამიანი ჩქარობს, თორემ უფალი - არა. მის, შემოგზავნილ, ჯაშუშ ცოლს კი კიდევ ერთხელ მინდა ვკითხო, თვალებში რომ ჩახედე შენს გარეწარ ქმარს, რა დაინახე, გამოსწორებული მიშა?!

სამეგრელოს მინდა მივმართო: ჩემო ძვირფასებო, ეს ხომ ზვიადის შეურაცყოფაა, რომ ვიღაც ჰოლანდიიდან, ჯაშუშად, მოვლენილი სანდრა, რომლის ქმარიც იძებნება, როგორ უნდა ბედავდეს და იყრიდეს, მერობის კანდიდატად კენჭს? მე მჯერა თქვენი გონიერების და იმის, რომ სამეგრელო არ დაუშვებს ამგვარ შეცდომას.