ვლადიმირ ზელენსკი: უბრალოდ, სააკაშვილს პასპორტი დავუბრუნე, სულ ეს იყო

ვლადიმირ ზელენსკი: უბრალოდ, სააკაშვილს პასპორტი დავუბრუნე, სულ ეს იყო

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„არა, პოლიტიკური გეგმები არ არის. გეგმები იყო მარტივი და ადამიანური. მე პრესას დავპირდი, ვთქვი და მიმაჩნია, რომ მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს და უბრალოდ, დავუბრუნე, სულ ეს იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს აღუდგინა.