"ნაცმოძრაობა" საგანგებო მდგომარეობაში

"ნაცმოძრაობა" საგანგებო მდგომარეობაში

"ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკანორ მელია უკვე განრისხებულია. მისი თქმით, მთელ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ფული შრიალებს, მიდის მასობრივი მოსყიდვა და ამიტომაც გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზეო. ის არ აკონკრეტებს, თუ რა ფორმით გადადიან საგანგებო მდგომარეობაზე. სავარაუდოდ, ისე, როგორც ამ ფოტოზე ხედავთ.

ისე, ბედი არ გინდა? ფულის შრიალი ყველაზე მეტად "ნაციონალებს" ესმით. ეს ოხრები, ყველაფერს ხედავენ, ყველაფერს ამჩნევენ და ყველგან არიან.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, როგორ გადმოვლენ "ნაციონალები" რამდენიმე საათში საგანგებო მდგომარეობიდან ჩვეულებრივ, ანუ თხევად მდგომარეობაში.

თორნიკე ზედელაშვილი