გიორგი გახარია: ვერავინ ვერასოდეს შეზღუდავს ზონას, სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ

გიორგი გახარია: ვერავინ ვერასოდეს შეზღუდავს ზონას, სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ

„ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე 100 -მდე ადამიანის დისკომფორტი, რომლებიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდნენ“ – ასე შეაფასა შს მინისტრმა 12 მაისის ღამეს ჩატარებული სპეცოპერაცია კლუბ „ბასიანსა“ და „გალერეში“, სადაც ნარკორეალიზატორები დააკავეს.
ამასთან, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა რომ , შს სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ.
„შს სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ. ვერავინ ვერასოდეს შეზღუდავს ზონას, სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ. რა თქმა უნდა საზოგადოებრივი კონტროლი როგორი ფორმით ხდება, აქ ვართ და მზად ვართ ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხი.
ის რომ ჩვენი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე შევქმენით დისკომფორტი მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომლებიც 12 საათიდან 1 საათამდე კლუბში გასართობად ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერსიდან გამომდინარე. ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, არის გაცილებით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შს მინისტრმა.