სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთსა და გერმანიას სამუშაო ვიზიტებით ეწვევა. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, პარიზში შეხვედრები 17-19 თებერვალს, ბერლინში კი, 19-21 თებერვალს გაიმართება.

ამასთან, როგორც განკარგულებაშია აღნიშნული. პრეზიდენტის ვიზიტების მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაა. ვიზიტების დეტალური დღის წესრიგი ჯერ უცნობია.