სამგზის მსოფლიო ჩემპიონი კინგბოქსში ენრიკე გოგოხია კრივში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

სამგზის მსოფლიო ჩემპიონი კინგბოქსში ენრიკე გოგოხია კრივში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

წარმოშობით ზუგდიდელი, 3 გზის მსოფლიო ჩემპიონი კინგბოქსში, ამჯერად უკვე კრივში მსოფლიო ჩემპიონატის ქამრის მოსაპოვებლად აქტიურად ემზადება.  27 წლის სპორტსმენს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული  10 ბრძოლიდან კინგბოქსში ათივე გამარჯვება აქვს მოპოვებული.

საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვალ მიემგზავრება და აქტიურ სამზადისში ჩაერთვება. კრივში 65 წონით კატეგორიაში მსოფლიო ქამრის მოსაპოვებლად, მას ჯერ რამდენიმე ბრძოლა აქვს ჩასატარებელი და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, სარეიტინგო გამარჯვებები მოსაპოვებელი.

ქართველი სპორტსმენი წარმატებით ასპარეზობდა რამდენიმე ქვეყანაში, მის სახელს უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი გამარჯვება სპორტის ამ სახეობაში.