სანდრას ეული

სანდრას ეული

ქართველთა ბედის ირონია... ეს ადამიანი... უფრო სწორად, ადამიანის მსგავსი არსება ათი წლის განმავლობაში იყო ბელადი. მას უძვრებოდნენ ყველა "დირკაში" და შესციცინებდნენ თვალებში. მერე, როგორც იქნა, გამოფხიზლდა ერი, აზვირთდა და მოისროლა ნაგავსაყრელზე. ეს ყველაფერი როგორ მოხდა და რანაირად მოხდა, იცით, აღარ მოგიყვებით. ერმა რატომ მოისროლა სანაგვეზე, ესეც იცით, არც ამას მოგიყვებით. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ახლა ეს გაურკვეველი წარმოშობის არსება დადის, დაეთრევა თავის, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ბიძასთან ერთად და საქართველოში სიტუაციის არევაზე ოცნებობს. ოცნებობს კი არა, ორივენი თავიანთ უბადრუკ გონებაში რევოლუციას აწყობენ. თურმე ძალიან გადაიღალა ვინმე თემური, ელოდება, ელოდება და აღარ დაადგა საშველი, დედამოტ...ნულებმა (ასე ამბობს თვითონ) ვეღარ მოაწყეს რევოლუცია! კი, მაგრამ ამ დედამოტ...ნულებს როდემდე უნდა ელოდოს? ჰა, უპასუხეთ, როდემდე უნდა ხარჯოს უაზროდ ფული?!

დადის ორი ეული, ორი გახრწნილი გვამი აღმა-დაღმა, ქუჩა-ქუჩა, ლიფტიდან ლიფტში და ელოდება, როდის გაათამაშებენ ასევე გახრწნილი, ქარაქუცა კრეტინები დიდ პროვოკაციას. ამ გრძელ ეულს, ოდესღაც მაღალი რომ ეგონათ, სისხლი სწყურია, ყველაფერზე წავა, ოღონდ წარსული დიდება დაიბრუნოს და ისევ პირველი გახდეს, ანუ ისევ ამაღლდეს, უფრო მეტად დაგრძელდეს. ცოტა ხნის წინ უკრაინელი პოლიტიკოსი იყო, იქ დაიწყო არევა, მაგრამ ჰკრეს წიხლი და გააგდეს თავის სიდედრთან. არ გამოუვიდა უკრაინაში არაფერი, ვერ მოაჯდა ამხელა სახელმწიფოს თავზე. არადა, მეფური სასახლის მშენებლობაც კი დაიწყო. არაო, ეს ჩემი არ არი, დედიკო მიშენებს, რომელსაც კარგი შემოსავალი აქვსო. მერე დედიკო ჩავიდა და სასახლე გაყიდა, აზრი აღარ ჰქონდა.

ეს არსება ახლა ეულია, სანდრას ეული, აღარავინ დარჩა ბიძის და მაჭუტაძის გარდა. ამას წინებზე გამოტყვრა ტელევიზორში და იძახის, მე მომავალი თაობის იმედი მაქვსო... მაჭუტაძისო, ვაშაძისო, ბურჭულაძისო, ქარდავასიო... ჩამოთვალა ნაფტალინწაყრილი ხალხი, ესენი კრისტალი ადამიანები არიან თავიანთი წარსულითო.

29-ში ამას და იმას (ბევრს სხვასაც), ბიძას და დიშვილს ზოლიანი ხალათები დასჭირდებათ, კიდევ ერთხელ რომ ჩაუფლავდებათ გეგმა, უფრო გაგიჟდებიან და გასათოკები გახდებიან. დასაწყისში, ვიცი, რომელიმე შენობის სახურავზე აძვრებიან და დაიწყებენ სირბილს, ასე გააპროტესტებენ საქართველოში "გაყალბებულ" არჩევნებს. არა, ეს მეორე ვირეშმაკა, ვინმე თემური შეიძლება არც აძვრეს, თბილად მოკალათდება სადმე თავის ჯურღმულში და ისევ დაელოდება.

ქართველების დედაც მოვტ...ანო, არაფერი მაგათ არ ესმითო, იძახის  ბებერი თემური და იმედი აქვს, რომ მაჭუტაძისა და გვარამიას ხელით ქვეყანას თავზე დაიმხობს. იმდენი არ აუდგეთ გვერდები!!!

გელა ზედელაშვილი