საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. არჩევის დღე კი კენჭისყრის დღეა.

რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს იმართება, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს.