„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 17/09/2019-ში 01:00 საათიდან 17/09/2019 04:00 საათამდე გაითიშება სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული ქსელი“, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„შეფერხებით იმუშავებს გარე და შიდა სერვისები:

 სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის;

 კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი;

 ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა;

 რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი;

 რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ;

 „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით  შეფერხებისთვის“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.