ბაია ამაშუკელი: საქართველოში მორიგი რევოლუციისთვის შემოსულია ას მილიონ დოლარზე მეტი!

ბაია ამაშუკელი: საქართველოში მორიგი რევოლუციისთვის შემოსულია ას მილიონ დოლარზე მეტი!

მიწისძვრა და დაქცევა აწი ვნახოთ, თუ არ დავუპირისპირდით ამას...

დღეს, სრულიად შემთხვევით, არასამთავრობოთა ერთი ჯგუფის საუბრის შემსწრე შევიქენი. სადაც ითქვა, რომ საქართველოში მორიგი რევოლუციის განსახორციელებლად, შემოსულია ას მილიონ დოლარზე მეტი (ზუსტი ციფრი არ მახსოვს და არც ის თქმულა, რომელი ფონდიდან იქნა გადმორიცხული. იმედია, ამის შესახებ, სადაც საჭიროა, იმ ორგანოშიც იციან?!). თუმცა, ღმერთმა არა ჰქნას, ერთხელ სოროსის მიერ, ასე გადმორიცხული და ქართველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის 9 წლიანი შედეგი უკვე ვიწვნიეთ?!

ასეთ ვითარებაში, უკვე საუბარი იმაზე აღაარა, რომ "ოცნება" და ივანიშვილი დავიცვათ, საქმე სქართველოს ისეთ განადგურებას, ქაოსსა და ეკონომიკურ კოლაფსს შეეხება, საიდანაც შესაძლოა, ქვეყანა ვეღარასდროს გამოძვრეს. რევოლუციის ინსპირატორებს სახეზე აქვთ სომხეთის რევოლუცია და უკვე იგივეს საქართველოში მოწყობისთვის „კბილებს ილესავენ“.

ამასთან, კარგად გავიხსენოთ ისიც, თუ ვინ ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად?!!

ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ქართველების „სისხლი სვა“, პოლიტიკური ნიშნით ადამიანები სამსახურებიდან დაითხოვა. დაუპირისპირდა ყველაფერ ქართულსა და მართლმადიდებლურს!

სამწუხაროდ და ხალხის ნების საპირისპიროდ, "ნაციონალების" დანერგილი გაუკუღმართებული მართვის სისტემის ცვლილების ნაცვლად, ხალხის ტალღაზე მოსულმა „ქართულმა ოცნებამ’“, არათუ შეცვალა, არამედ მართვა იგივე სისტემით გააგრძელა. რასაც, ავადხსენებული კოჰაბიტაციის სახელით, სახელისუფლებო უწყების ყველა შტოში "ნაციონალების" დამნაშავე რეჟიმის კადრების დატოვებაც მოაყოლა. ამან, თავის მხრივ, ქვყნისთვის საპასუხისმებლო საკითხებში გამიზნული მავნებლობის, "ნაციონალების" რევანშისტულ ძალებს კი, მუდმივი საბოტაჟისა და ახლა უკვე მთლიანად ქვეყნის ხელახალი რევოლუციის, ქვეყნის ქაოსში და არეულობაში ჩათრევის შანსის გაუჩინა!

მიუხედავად ამისა, ის საზოგადოება, რომელიც 2012 წელს, "ნაციონალური" რეჟიმის წინააღმედეგ აზვრითდა და ქვეყანაში „სამართლიანობის აღდგენის“ მოთხოვნით, "ქართულ ოცნებას" და ბიძინ ოვნიშვილს დაუდგა მხარში, ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად და ქვეყნის ქაოსისგან დასახსნელად და არა „ოცნების“ გადასარჩენად, ხელისუფლებას ისევ „სამართლიანობის აღადგენისა“ და "ნაცმორაობის" სახით, ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ელემენტების კანონიერი ალაგმვის მოთხოვნით მიმართავს!

სხვა შემთხვევაში, 2012 წელს, "ნაციონალური" რეჟიმის მოსაშორებლად გამოსული ხალხის უდიდესი მასა, იძულებული გახდება, 2012 წლის არჩევნებში მოპოვებული ხალხის მონაპოვარი საკუთარი ძალებით დაიცვას. რამაც, შესაძლოა, საქათველო სამოქალაქო დაპისრიპირების, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისა და გამოუსწორებელი კატასტროფის წინაშე დააყენოს!