გია ვოლსკი: სექტანტიზმის გამოვლინებაა, როდესაც ადამიანს პოლიტიკური მიზნებით იყენებენ

გია ვოლსკი: სექტანტიზმის გამოვლინებაა, როდესაც ადამიანს პოლიტიკური მიზნებით იყენებენ

ეს არის ძალიან მავნე, მავნებლური, სექტანტიზმის გამოვლინება, როდესაც ადამიანს იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ „სირცხვილიას“ წევრებსა და 20 ივნისს დაშავებულ მაკო გომურზე საშვები იყო დაშვებული, თუმცა მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ. ვოლსკის თქმით, ათასობით ადამიანი ითხოვს პარლამენტში საშვებით შეშვებას. „არ დაიჯეროთ, რომ მხოლოდ ათი ადამიანის მომართვა იყო შემოშვებაზე, ათასობით ადამიანი თხოულობს შემოშვებას პარლამენტში საშვებით ოფიციალურად, მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პრეტენზიებს გამოთქვამს ხელისუფლების მინისტრობის კანდიდატების მიმართ. რასაკვირველია, არამარტო ერთი, არამედ მეორე ნაწილიც არ იქნა დაშვებული ვინაიდან აგრესია, დაპირისპირება საკმაოდ რეალური იყო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.რაც შეეხება კითხვას, მაკო გომურის თემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური მანიპულაციისთვის ხომ არ გამოიყენა, რადგან გავრცელდა გომურის სტატუსი, რომ თბილისში არ იმყოფება და არც საშვის შესახებ იცოდა რამე, ვოლსკი ამბობს, რომ ამაზე მიმართვა არ ყოფილა.„დარწმუნებული ვარ, ვიცოდით ამის შესახებ, რომ მომართვა არ ყოფილა ჩვენზე საშვის დაშვების თაობაზე. კითხვა რომ არა, არც ვაპირებდი ამ თემის გამოყენებას, რადგან ჩემი დამოკიდებულება ახალგაზრდა ადამიანის მიმართ უფრო ემოციით შემოიფარგლება, ვიდრე პრაქტიკული აუცილებლობით, რომ ეს თემა გამოვიყენო ოპოზიციის წინააღმდეგ. რადგან კითხვა ისმის, უნდა ითქვას, ეს არის ძალიან მავნე, მავნებლური, სექტანტიზმის გამოვლინება, როდესაც ადამიანს იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნებით. გამორიცხულია, რომ მე პირადად ამის თაობაზე რამე მეთქვა და გამომეყენებინა ოპოზიციის წინააღმდეგ, თუ არა ეს უზნეო და მავნებლური შემოტევა ამ ადამიანის გვარის გამოყენებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, 20 ივნისს დაშვებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრება მოითხოვეს. მათი თქმით, საშვი დაშვებულია, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.ამის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, სადაც ის წერდა, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული. თუმცა, სტატუსი მის გვერდზე უკვე აღარ იძებნება.