7 სექტემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

7 სექტემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

7 სექტემბერს, ფოლკლორის ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდება.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
07/09/2019 თბილისი-Black Sea Arena-ბათუმი-Black Sea Arena-თბილისი
#884/883
გასვლა,თბილისი -12:40;
ჩასვლა,Black Sea Arena-17:25 ;
ჩასვლა,ბათუმი-18:23

გამოსვლა,ბათუმი-23:50
ჩამოსვლა,Black Sea Arena- 00:38;
ჩამოსვლა,თბილისი-05:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 7 სექტემბერს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 8 სექტემბერს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია :
Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ვებ გვერდებზე : Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge);
სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებშიც.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ.