სინგაპურში დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა აღარ შედგება

სინგაპურში დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა აღარ შედგება
სინგაპურში დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა აღარ შედგება

სინგაპურში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს აღარ შედგება. - ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.

დონალდ ტრამპის მიერ კიმ ჩენ ინისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია:

„სამწუხაროდ, ის დიდი რისხვის და ღია მტრობიდან გამომდინარე, რომელიც თქვენს ბოლო განცხადებაში იგრძნობოდა, მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული შეხვედრის გამართვა მიზანშეუწონელია“.