მარიამ კუბლაშვილი: ახალგაზდებს მიაჩნიათ, რომ სირიაში წასული ადამიანები ბავშვებს და ქალებს ეხმარებიან

მარიამ კუბლაშვილი: ახალგაზდებს მიაჩნიათ, რომ სირიაში წასული ადამიანები ბავშვებს და ქალებს ეხმარებიან

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ ეწეოდა თემირლან მაჩალიკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" წევრების პროპაგანდას, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პასუხობს:

"მე ბევრი რამ გამოვიკითხე, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც საინტერესო იყო. თემირლან მაჩალიკაშვილს გაზიარებული აქვს და დადებული აქვს პანკისელი გარდაცვლილი მებრძოლი ადამიანების ფოტოები და ვიდეოები. ეს ფოტოები და ვიდეოები არის მისი სამძიმრის გამომხატველი დამოკიდებულება, ესენი რომ ყოფილიყვნენ ცოცხლები და ისეთი ადამიანები, რომლებიც იქნებოდნენ ცოცხლები, ვისაც პანკისის ხეობა არ იცნობდა, მაგ შემთხვევაში კიდევ სხვა კითხვები გაჩნდებოდა, მაგრამ თემირლანს ძირითადად იმ მოტივით  აქვს გაზიარებული, სადაც პანკისის მკვიდრი, ადამიანი წასულია და შემდეგ გარდაცვლილია. თემირლანის დედამაც მითხრა, ვეუბნებოდი, გარდაცვლილ ადამიანებს ხშირად იზიარებო. ის მეუბნებოდა, ამ ფოტოებს და ვიდოებს იზიარებენ მთელი ჩვენი ახალგაზრდებიო. ახალგაზრდების შეხედულება რა არის, რატომ იზიარებენ და რატომ აქვთ ასეთი გულისტკივილი? მათ მიაჩნიათ, რომ სირიაში უმოწყალოდ კლავენ ბავშვებს, ქალებს, დაუცველებს და აქედან წასული ადამიანები მიაჩნიათ იმ ბავშვებისა და ქალების დასახმარებლად წასულები".

რედაქტორის მინაწერი: ქალბატონი ადვოკატი ფაქტობრივად აღიარებს, რომ მაჩალიკაშვილი უთანაგრძნობდა ტერორისტებს. მეტიც, იგი თვითონვე უწევს (უნებლიედ) პროპაგანდას, პანკისიდან მებრძოლები ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად იყვნენ წასულებიო. ამ დროს იმასაც ვერ გრძნობს, რომ ტერორისტი  - მკვდარია თუ ცოცხალი, მაინც ტერორისტია.