მიშა მესხი: სისხლიანი ხალხი ვერანაირ სამართლიანობას ვერ აღადგენს!

მიშა მესხი: სისხლიანი ხალხი ვერანაირ სამართლიანობას ვერ აღადგენს!

გუშინ, ახალგაზრდების თაოსნობით აქცია სახელწოდებით – „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ ვაკის პარკში გაიმართა. აქციის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მხარს უჭერენ შვილმოკლულ მამას, ზაზა სარალიძეს და ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას.

მსახიობ მიშა მესხის განცხადებით, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, იმ ადამიანების გვერდით ვერ მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას, რომელთა მმართველობაც სისხლიან რეჟიმს უკავშირდება.

„მე იმ ხალხის გვერდით ვერ დავდგები, რომლის წინააღმდეგიც ვიყავი მთელი მათი მოღვაწეობის განმავლობაში. უფალმა გვასწავლა, შეუნდეო, მაგრამ ადამიანი ბოდიშსაც რომ არ მოიხდის, როგორ უნდა შეუნდო?! სისხლიანი ხალხი ვერანაირ სამართლიანობას ვერ აღადგენს, მაგიტომ ვარ აქ, სადაც წესიერი ხალხი დგას“, – განაცხადა მიშა მესხმა.

 

წყარო: მარშალპრესი