ლალი მოროშკინა: სიღნაღში ბევრი სასტუმრო უარს ამბობს ქართველი ტურისტების მიღებაზე!

ლალი მოროშკინა: სიღნაღში ბევრი სასტუმრო უარს ამბობს ქართველი ტურისტების მიღებაზე!

ბლიც-ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან, რომელიც თითქმის სიღნაღში გადასახლდა და უკვე იქაური ცხოვრებით ცხოვრობს:

- ლალი, შენ თითქმის ერთი წელია, გახსენი სასტუმრო "სიღნაღი არტ ოტელი". შენი პროექტი, სასტუმროსთან ერთად მოაწყო ლამაზი, სალონური საღამოები - გაამართლა! სტუმრები რომელი ქვეყნებიდან ჭარბობენ?

- რა თქმაუნდა, გერმანელები! ჩამოდიან ოჯახებით, ბავშვებით და ძალიან გვემადლიერებიან. ბევრია შვეიცარიიდან, რაც ძალიან მაკვირვებს, რადგან ვიცი, რომ უცნობ ადგილას წასვლაზე აუგად არიან. მიხარია, რომ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა.

- რას იტყვი სლავებზე?

- ძალიან ბევრი ტურისტია უკრაინიდან, ბელორუსიიდან და რუსეთიდან. გაგიკვირდებათ, და ჩემს ვერანდაზე ყველანი ერთად ძალიან მეგობრულად გრძნობენ თავს, იგივეს ვიტყვი, როდესაც ერთდროულად გვყავს აზერბაიჯანელი და სომეხი სტუმრები. ესე იგი, მთავარია ხალხი და არა პოლიტიკა!

- რა მოსწონთ ყველაზე ძალიან?

- ხშირად ჩვენზე კარგად იციან ჩვენი ისტორია, სიამოვნებით გეგმავენ ადრეულად ტურებს, სრულიად კახეთის დასათვალიერებლად. მოწონთ საჭმელი და რათქმაუნდა, ღვინო, ჩვენ ძირითადად გვაქვს "შუმის" მიერ ჩამოსხმული ღვინო. არ მოსწონთ გაუმართავი ნავიგაციის სისტემა და გზებზე ტრაფარეტების ნაკლებობა, რადგან ყველა ქირაობს მანქანას და პრობლემა ექმნებათ გადაადილებაში

- ცუდი ტურისტები თუ არსებობენ?

- მტკივა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ არსებობენ საქართველოდან... გარდა იმისა, რომ ხშირად ინვენტარს აზიანებენ და ხალათებს იპარავენ, შემდეგ "ბუქინგზე" ისტორიას გიფუჭებენ. არ მესმის უბრალოდ, რატომ უნდა გაუფუჭო საქმე შენიანს? მოთქვამს მთელი სიღნაღი! ბევრმა აკრძალა ქართველების მიღება. მე არ მინდა ეს რადიკალიზმი, ვარ ოპტიმისტი და მჯერა, რომ ეს არ არის ტენდენცია, არამედ უსიამოვნო გამონაკლისია!

ასევე ვაფრთხილებ ჩემს კოლეგებს სხვა სასტუმროებში, განსაკუთრებით აღვირახსილად იქცევა ერთი წყვილი, მოსვლისთანავე ამბბენ, რომ  არ უნდათ "ჩეკი", მერე რამეს ამტვრევენ და ითხოვენ თანხის დაბრუნებას, ბლოს "ბუქინგზე" ცუდ ქულებს გიწერენ. აღმიჩნდა, რომ მამაკაცი ყოფილი პოლიციელია, ხოლო მისი მეწყვილე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი... დანარჩენი თავად განსაზღვრეთ.

იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. "ჩეკიც" ამოარტყით და პოლიციაც გამოიძახეთ, თუ ძალიან ჭირეულობენ და ხმაურობენ. ასე წინა კვირას, ეს პროვოკატორები მიფრთხობდნენ გერმანელებს.

მოკლედ, სიღნაღისთვის ეს არახალია, ამიტომ გვმართებს გაერთიანება და პრევენციული ზომები. ტურიზმი ახლა იწყებს განვითარებას და არ უნდა ჩავკლათ ჩანასახშივე.

- ლალი, რამ განაპირობა შენი ასეთი წარმატებ სულ რაღაც ერთ წელიწადში?

- ჩემი მთავარი პრინციპია სისუფთავე, ღიმილიანი თანამშრომლები, ნატურალური ფეტმერული საკვები და

რა თქმა უნდა, პირადი კონტაქტები.

- რამდენი თანამშრიმელი გყავს?

- ოთხი და კანონის ფარგლებში რაც შესაძლებელია,  არდადეგების დროს, ვასწავლი ასევე 16 წლის ორ მოზარდს, რომ სამომავლოდ სასტუმროს მენეჯერის უნარ-ჩვევები ქონდეთ.

- როგორც უკვე გაქიზიყებულ ვერა-ვაკელს, გისურვებ წარმატებას.

- დიდი მადლობა... ისე, ბებია მამის მხრიდან სოფიო ვაჩნაძე გახლდათ, ასე რომ, ეს საქმე ერთგვარი სისხლის ყივილია!

მე მიყვარს ნასახლარების შეძენა და მათთვის სულის ჩაბერვა... მერე  შეგრძნება მაქვს, თითქოს ის კახელი პაპა მლოცავს და მფარველობს.

გელა ზედელაშვილი