დათო ხვადაგიანი: სახლისკენ მომავალი, სკვერში, სკამზე ჩამოვჯექი და გავაბოლე

დათო ხვადაგიანი: სახლისკენ მომავალი, სკვერში, სკამზე ჩამოვჯექი და გავაბოლე

დათო ხვადაგიანი (ჟურნალისტი):

სახლისკენ მომავალი, სკვერში, სკამზე ჩამოვჯექი და გავაბოლე. იქვე, მეორე სკამზე გოგონა იჯდა, ასე 20-22 წლის და ისიც აბოლებდა, თან ტელეფონით იყო დაკავებული. რომ მორჩა „ფუილს“, გახსნა ჩანთა და...

ჯერ სველი და სურნელოვანი ხელსახოცებით ლამის თავიდან ბოლომდე ჩამოიხეხა კანი, მერე რაღაც ასევე სურნელოვანი კრემები ამოიღო და ხელები და სახე ერთიანად „გაიმაზა“, რასაც თითქმის „ერთი ტონა სუნამოს“ დასხმა მოაყოლა, ასევე „შესაძლო, თუ შეუძლებელ ადგილებში“, ბოლოს კი პირში ჩასასხურებელი არომატული „სპრეიც“ კარგა ბლომად ჩაიცალა, რის შემდეგაც ადგა და მშვიდი ნაბიჯით გაუყვა გზას!!!

დაახლოებით მოვთვალე და ყოველი ღერი სიგარეტის შემდეგ, ეს თუ ასეთ პროცედურებს სჩადის, დააქცევს ოჯახის ბიუჯეტს!!!

პრინციპში, რა ქნას ბაღანამ? აბა, სხვაგვარად, ოჯახში გაუტ...კებენ და!!!