სოფო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

სოფო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგში შეხვედრებს აგრძელებს.  სოფო კილაძე შეხვდნენ სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იოჰანეს კარსს და ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატების ფრაქციის ხელმძღვანელს, ნილს შმიდს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ კუთხით. ქართულმა მხარემ გერმანულ მხარეს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტი და იმ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტიან განხორციელებას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გერმანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ რეფორმებზე. 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობასა და გერმანული კომპანიებისთვის ქართული ბაზრის ათვისების განსაკუთრებულ უპირატესობებზე, ქართული პროდუქციის გერმანულ ბაზარზე პოპულარიზებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატების დამყარებაზე

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.