სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურაა ინიცირებული

სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურაა ინიცირებული

მთავრობის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა არის ინიცირებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ განუცხადა.

„ბატონ გიორგის ვიცნობ, როგორც ერთ-ერთ ღირსეულ, ქვეყნისთვის თავდადებულ, პროფესიონალ, ძლიერ პიროვნებას და კადრს. შესაბამისი პროცედურებით აღნიშნული საკითხი შემოვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, გავესაუბრებით. ხედვები და პროგრამები, მისი გარკეული ამბიციაც, რაც ქვეყნის სიძლიერეზეა ორინტირებული, ვიცი და დანარჩენი ვნახოთ“, - აცხადებს კობალაძე.