ია თინიკაშვილი: სხვაგან გამართეთ ეს ბოზური ,,რაზბორკები"❗

ია თინიკაშვილი: სხვაგან გამართეთ ეს ბოზური ,,რაზბორკები"❗

ია თინიკაშვილი (ჟურნალისტი):

გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვისთვის რას ნიშნავს ოკუპაციის თემა. ყველაფერს როგორ ხდით სათრევ-წასაბილწს?! 
გორში გამართულ-ჩაშლილ ე.წ. საერთაშორისო ღონისძიებას - Fashion week-ის არ დავსწრებივარ, თავიდანვე, დაანონსების დროს არ მომეწონა ბევრი რამ და იმიტომ - არც ორგანიზატორების მატრაკვეცობა, არც მათი უტიფარი კომენტარები გორელების მხრიდან გამოთქმულ გარკვეულ კრიტიკაზე და ბოლოს ხომ მთლად ,,დააგვირგვინეს" და თავზე დაგვამხეს ჩვენი ქალაქიც, ოკუპაციაც და Fashion-იც! 
რა მივიღეთ - ანგელოზების სამოსიანი მოდელების ფონზე გინება, თმით თრევა, უკიდურესად მდაბიური გარჩევა და სასწრაფო-პოლიცია! 
ამას ემატება ის უმძიმესი ფაქტიც - ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფისას დაშავებული კეთილმოწყობის თანამშრომელი, რომლის გადარჩენის იმედი მინიმალურია... 
პასუხი უნდა აგოს ამ მარაზმის ორგანიზატორ(ებ)მა! სხვაგან გამართეთ ეს ბოზური ,,რაზბორკები" და ოკუპაციის პროტესტის სახელით მაინც ნუ შეფუთავთ!