სოსო ვაშაკიძე: კიდევ გაგიმეორებთ - სხვისი მოღალატე თქვენც გიღალატებთ!!!

სოსო ვაშაკიძე: კიდევ გაგიმეორებთ - სხვისი მოღალატე თქვენც გიღალატებთ!!!

ერთი ქალაქელი კაცის ფიქრებ

სულით პატარა კაცებს!!!                                                 

უმადურების, ჩასაფრებულების, დამკვირვებლების, ენის მიმტანების და მომსმენების გასაგონად: ჩემი განვლილი ცხოვრება ხელისგულზე დევს, სამშობლოსთვის და მეგობრებისთვის არასდროს მიღალატია, არც იმ საქმისთვის, რაც მებარა.

ვიმეორებ: არასდროს!

და თუ სიმართლე გითხარით პირისპირ, ისევ სათქვენოდ, არ მოგეწონათ? ცივი წყალი დალიეთ!  

60 წელი არც ბევრია და არც ცოტა, თან როცა საკუთარი ქვეყნის ჩარხის ტრიალმა თვალწინ ჩაგიარა. განსაკუთრებულია ბოლო 30 წელწადი - სცენაზე, პარტერში თუ კულისებში მოძრავი პერსონაჟებით, ფლიდებით, აგენტებით, გულუბრყვილო მამულიშვილებით... ბევრი ვნახე, ბევრი განვიცადე, როგორც იტყვიან, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემ თავზე... იყო ყოფითი გაჭირვება: არა შუქი, არა წყალი, კვების პროდუქტებზე ტალონები, პურის რიგები, განუკითხაობა და "ბეზპრიძელი", თუმცა მართალი თუ იყავი,იმ სიმართლეს დაამტკიცებდი, შეიძლება სიცოცხლის და ჯამრთელობის ფასად, მაგრამ მაინც დაამტკიცებდი.                                                        

2003 წლის ვითომ რევოლუციამ შვა მართვადი "ნაცბოზ\ბანდა"- ხროვა, რომელიც აწარმოებდა ღირსების შელახვით ადამიანთა განადგურებას, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე ამტკიცებდნენ, რომ სხვაგვარად ქართველებთან მოქცევა შეუძლებელია, რადგან ისინი არიან უვარგისები, მავნევლები, ზარმაცები... ამგვარად, 9-10 წელი სვეს და წრუპეს ქართული გენოფონდის სისხლი... შემსრულებელებზე დღეს ამბობენ, ჩვენი გუნდის წევრები არიანო.

2012 წლის 1 ოქტომბერს ფარდა აეხადა ბოროტებას, ბოროტმოქმედებს, გამოუჩნდნენ მფარველები ოკეანის გაღმიდან, მეზობელი ქვეყნიდან, თუმცა გვარიანად გაფარჩაკებული და შეშინებულები იყვნენ... ცნობისათვის: 2013 წლიდან ველოდებით ს/ს საქმის-074220615801-ის დასრულებას წართმეულ ქონებაზე... 2019 წლის გაზაფხულია, ჯერ აჯაფსანდალის სეზონი არ დამდგარა, თუმცა ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია შემოდგმულია დიდი ქვაბით და თუხთუხებს. არადა, როგორც გამოცდილი კულინარები ამტკიცებენ, აჯაფსანდალისთვის ყველა ინგრედიენტი ცალ-ცალკე უნდა მოთუშო. ზუსტად ასე ითუშებიან ეკრანებზე, მერე ითიშებიან და ტივტივებენ, საკუთარი ნებით შეწოვილ ცხიმებში ზედმეტად გაზეთილები...                         

"კეკელა და მარო"ორნი იყვნენ და ასე შემორჩნენ ქართულ ფოლკლორს. ნაცბოზბანდის დროინდელი ზონდერები უწყვეტი სტაჟით, 2003 წლიდან რომ იწყება მათი შრომითი ბიოგრაფია, ამდენ ხანს გატრუნულ-ჩასაფრებულები გამომზეურდნენ და ამოტივტივდნენ მაღალ ანაზღაურებად თანამდებობებზე და არა მარტო ორი, როგორც "კეკელა და მარო", არამედ ბევრი ერთად! ადეიშვილ-მერაბიშვილის მეთოდიკით შეუდგნენ მუშაობას. ისეთ ზებუნებრივ რჩევებს აძლევენ თავიანთ ხელმძღვანელებს. ვშიშობ, ბატონმა მასკმა არ შეიტყოს, თორემ მათნაირ მრჩევლებზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდება, არადა, ჩვეულებრივი  ზონდერები არიან, ზოგიერთს რომ კითხო გუნდის წევრები არიანო...                                     

პ.ს. ადრეც გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ: სხვისი მოღალატე, თქვენც გიღალატებთ!!!

საიდან მოხვედით,ან რატომ მოხვედით, ჭორაობის და ფულის თვლის გარდა რამე თუ გაგიკეთებიათ?!