აყირავებული გვარამია - მას სკამი, ტვინი და მიწა ერთდროულად გამოეცალა

აყირავებული გვარამია - მას სკამი, ტვინი და მიწა ერთდროულად გამოეცალა

14 აპრილის ღამეს, როცა ნიკოლოზ გვარამია პირდაპირ ეთერში ცუნდრუკობდა, ანცობდა და კაი გვარიანად ბოდიალობდა, სავარძელი აუყირავდა. უი, ედგარ, მოისვენეო, ძაღლს დააბრალა, ვითომ ახლად ნაყიდმა (ძველი მოუკვდა) ძაღლი იყო რამე შუაში, ვითომ მან გამოუკრა თათი სკამის ფეხს. არადა, ძაღლი თავისთვის დაჩერჩეტობდა სტუდიაში და ეკა კვესიტაძის ფეხებთან ცურცლავდა. 

მოკლედ, გვარამიას მხოლოდ სკამი კი არა, ტვინიც გამოცლილი აქვს თავიდან და მიწა კიდევ ფეხებიდან!

 

ლევან სიხარულიძე