ტუტუცი

ტუტუცი

ტუტუცი ცუდი სიტყვა არ გეგონოთ - ტუტუცი 
მეფის კარზე მუშაობდა და მისი მოვალეობა 
მეფისთვის ყვ...-ბის ფხანა იყო.

ვახტანგ  ხარჩილავა

უნიათო და ხელმოცარული ფაშისტი ნიკა გვარამია, თავის "ცრუსთავი-2"-ში თითქმის ყოველ ღამე ჰფენს ახალ-ახალ ფარულ აუდიოჩანაწერებს და ხელს "ქართული ოცნებისკენ" იშვერს - აი, ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების სახე, ქვეყანას მკვლელები და ბანდიტები მართავენ. ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთ, ეს ხელისუფლება უნდა გავაგდოთო, - ჭყლოპინებს და სტუმრად მოწვეულ თავის კუდებს იგივეს აყვირებს.
ნიკა გვარამია, შე მართლა "გაუპატიურებულო ოფოფო", შენ გგონია, ქართველ ხალხს დაავიწყდა, ვინ ხარ შენ და საიდან მოდიხარ?!
"ნაცმოძრაობამ", რომელმაც ფარულო ვიდეოჩანაწრების მთელი კინოინდუსტრია შექმნა, საქართველოს 26 ათასი უმძიმესი კადრების ამსახველი ფაილი დაუტოვა მემკვიდრეობად. 
26 ათასი ფაილი - ეს არის ის, რაც ვიცით, თორემ, რაც არ ვიცით, ალბათ, ორი იმდენია.
"ნაცმოძრაობა" შეეცადა არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად, მორალურად, ზნეობრივად გაეტეხა და გაეთახსირებინა ქვეყანა და მან ეს ნაწილობრივ შეძლო კიდევაც.
ნაციონალები არა მხოლოდ თავიანთ ოპონენტებსა და კონკურენტებზე, არამედ კომპრომატებს აგროვებდნენ ერთმანეთზე და იმასაც კი კადრულობდნენ, თავისი თანაპარტიელის საწოლ ოთახშიც კი ჩასაფრებულიყვნენ და დოკუმენტურად აესახათ, თუ როგორ, რა პოზაში ამყარებდა სექსუალურ კავშირს მათი თანამებრძოლი ცოლთან, მერე ამ კადრებს კოლექტიურად უყურებდნენ და ხალისობდნენ.
სრული მორალური კატასტროფა და დეგრადაცია _ აი, მთავარი მახასიათებელი "ნაცმოძრაობის" სადომაზოხისტურ-კრიმინალურ-ფაშისტური რეჟიმისა, რომლის შემოქმედები ახლა ხელისუფლებაში აპირებენ მობრუნებას.
"ქართული ოცნების" საბედისწერო შეცდომა, ეს არის კოაბიტაცია "ნაცმოძრაობსათან", ყოფილი ნაციონალების "ქართული ოცნების" რიგებში გადმოპორტირება, ზოგი ნაციონალისთვის საკვანძო პოსტების ჩაბარება, რამაც "ქართულ ოცნებას" საკუთარი ერთგული მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი დააკარგვინა.
არ გჯერათ, მაგრამ უნდა დაიჯეროთ - როგორც არ არსებობს ყოფილი კაგებეშნიკი, ასევე არ არსებობს ყოფილი ნაციონალი.
ისინი "ქართულ ოცნებას" ვერასოდეს მოემსახურებიან გულწრფელი ერთგულებით, რადგან მათი უმრავლესობა კომპრომატების გრძელი ჯაჭვით არის მიბმული თავიანთ პატრონებთან.

სუბელიანის "აღსარების" ჩანაწერი, რომელშიც, როგორც ირკვევა, უამრავი დეტალია ჩამატებული, ნაცებმა ხელზე დაიხვიეს და ახლა ამ ჩანაწერის საშუალებით აპირებენ მოსახლეობის ჭკუიდან გადაყვანას - ნახეთ, ნახეთ, მარტო ფარცხალაძეს კი არა, სუბელიანსაც ჰყოლია თავისი 50-კაციანი შეიარაღებული ბანდა. "მხედრიონი" დაბრუნდა! ადრე თუ ერთი ჯაბა იოსელიანი იყო, ახლა უამრავი იოსელიანია და თავიანთი ბანდფორმირებებით ისინი მართავენ ქვეყანასო.
არადა, ეს უბედური სუბელიანი, სასოწარკვეთამდე მისული და ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კაცი, ამ საუბარში ცდილობს, ზედმეტად გააზვიადოს და გააბუქოს საკუთარი პერსონა, აღმატებულ ხარისხში წარმოაჩინოს მისი დამსახურებები სახელმწიფოს წინაშე, რომ ამით შთაბეჭდილება მოახდინოს ხელისუფლებაზე და როგორმე მოიპოვოს თავისუფლება.
მისი საუბარი, მაპატიეთ და, მთლად ნორმალური კაცის საუბარს არ ჰგავს - ის თითქოს თავისთვის ლაპარაკობს და თითქოს თავის თავს არწმუნებს, რომ მას, ასეთი დამსახურების ადამიანს, არ გასწირავენ.
სუბელიანი კი ამბობს (თუ მართლა თვითონ ამბობს) ისეთი შეიარაღებული თანამშრომლები მყავს, მაგათი შიშით ახლოს ვინ მოგვეკარებოდაო, თუმცა თანამშრომლები გვარამიამ და მისმა "სასტავმა" ბანდად გადმოთარგმნა.
არადა, ბანდა და ბოევიკები სუბელიანს არსად უხსენებია, თანამშრომლებიო, თქვა.
"რუსთავი-2"-ში დაბანაკებული "ნაცმოძრაობის" პიარგენშტაბი "გაუპატიურებული ოფოფის" სარდლობით, ოქუაშვილის თუ სუბელიანის აუდიოჩანაწერებს ყურს იქით აბამს, საითაც სურს და ისეთ ინტერპრეტაციას უკეთებს, თითქოს ქვეყანაში უკვე არ არსებობს ხელისუფლება და სახელმწიფოს ბანდფორმირებები მართავენ, ასეთი დასკვნის გაკეთება კი იმისთვის სჭირდებათ, რომ ბოლოს თქვან: ხმა არ მისცეთ სალომე ზურაბიშვილს, თორემ ქვეყანა დაიღუპებაო.
ნიკა გვარამიამ უფრო მხატვრულ-მეტაფორული ფორმა აირჩია და მოსახლეობას ასე მიმართა: თუ გინდათ, ხაინდრავას ყვ...ბში ჩარჩეთ, მოღალატე ზურაბიშვილს მიეცით ხმაო.
გვარამიას არ დაუზუსტებია, რითი სჯობს ხაინდრავას ყვ..-ებს, ვთქვათ და, ვაშაძის ყვ..-ები?
რუსეთში რომ არის ნაწრთობ-ნავარჯიშევი და რუსული პოლიტიკის გრდემლზე რომ არის გამოკვერილი, იმით?
ნიკა გვარამია, მეტსახელად "გაუპატიურებული ოფოფი", ტუტუცია და ამიტომაც აფათურებს ხელებს ვიღაც-ვიღაცების ყვ..-ბში.
ტუტუცი ცუდი სიტყვა არ გეგონოთ _ ტუტუცი მეფის კარზე მუშაობდა და მისი მოვალეობა მეფისთვის ყვ..-ბის ფხანა იყო.
გვარამია ნაციონალების კარზე მსახურობს ტუტუცის თანამდებობაზე და ხან სააკაშვილის, ხან - ვაშაძის ყვ..-ბის ფხანა მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის.