გიორგი ცუცქირიძე: ნიშანდობლივია, რომ „თიბისის“ უცხოელი აქციონერები მიმართავენ სასამართლოს

გიორგი ცუცქირიძე: ნიშანდობლივია, რომ  „თიბისის“ უცხოელი აქციონერები მიმართავენ სასამართლოს

საბანკო-საფინანსო ექპერტი გიორგი ცუცქირიძე ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც TBC ბანკის  მსხვილი, უცხოელი აქციონერები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიისგან თანხის დაბრუნებას ითხოვენ. 

"ნიშანდობლივია, რომ  „თიბისის“ მსხვილი უცხოელი აქციონერები მიმართავენ სასამართლოს - სწორედ ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელსაც ბანკის ტოპ-მენეჯერი პაატა ღაზაძე მართავს, აღნიშნული თანხა ბანკს დაუბრუნოს ანუ თავად სასამართლოსადმი მიმართვის და ფულის მოთხოვნის ფაქტი ადასტურებს, რომ ეს თანხა თავის დროზე მაქინაციით იყო გატანილი და გამოძიება რომ არ დაწყებულიყო, "ხახვივით შერჩებოდათ". როგორც ჩანს, "თიბისი ბანკის" უცხოელი აქციონერები ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით არსებული კითხვების ლეგიტიმურობაში დარწმუნდნენ, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეღიარებინათ დარღვევა, ასევე ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკისთვის დაკისრებული მილიონლარიანი ჯარიმის გადახდასა და  ბანკის მმართველობიდან ხაზარაძე-ჯაფარიძის ჩამოშორების მოთხოვნას დათანხმებოდნენ. ეს ფაქტი ამყარებს ეჭვს, რომ ბუცხრიკიძეს ამ ფულის ამოღება დაავალეს სართაშორისო აქციონერებმა, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ ხაზარაძის ამ ოპერაციის ბანკი და აქციონერები დაზარალდნენ (ან ხაზრაძე ბანკს და შესაბამისად აქციონერებს და მეანაბრეებს ძარცვავდა“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე

მისი თქმით, ეს ფაქტი  არის  რეზონანსული და პოლიტიკურად საჯილდაო ქვად ქცეული საქმის კვანძის გახსნა. 

,,ამ საქმის პოლიტიკური მდგენელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ დღეს ამ საკითხის განხილვისას ოპოზიციური სპექტრის და თავად ბანკის ყოფილი მთავარი აქციონერების მხრიდან  რატომღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზეა ხდებოდა ხაზგასმა და შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ამ ოპერაციის კვლავ საეჭვოდ „გაცოცხლება“ და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა ხუთი წლის შემდეგ, 2012 წელს, ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც ამ თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება და ბუნებრივია, დამატებითი კითხვებიც აქ ჩნდებოდა. რადაგან ღიად რჩებოდა პასუხი მთავრ კითხვაზე - ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი ჰქონდა თუ არა?!,- აღნიშნავს ექსპერტი

გიორგი ცუცქირიძე ცნობილ წერილსაც იხსენებს და ამბობს, რომ მისი ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერი იყო თუ არა შეტევაზე გადასვლის მცდელობა და როგორც ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადასაფარად. აღნიშნული პროცესი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან საკითხის პოლიტიზირებისა და ხელისუფლების მხრიდან ბანკზე ზეწოლად გასაღების მცდელობა, სრული აბსურდი იყო.