ეკლესიას ფარისევლები სტუმრობდნენ

ეკლესიას ფარისევლები სტუმრობდნენ

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ილია მეორეს შეხვდნენ და კანაფის კანონ-პროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს, საპატრიარქოში "ნაციონალებიც" მიცვივდნენ - გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, ნიკოლოზ რურუა. თუმცა მანამდე ისინი თავიანთ რუსებით გადაჭედილ "შტაბკვარწირაში" ეკლესიისა და პატრიარქის მგმობელ "რესპუბლიკელებს" მასპინძლობდნენ - შეერთდნენ.

რას ნიშნავს ფარისევლობა? აი, ამას ნიშნავს, როცა ხელისუფლებაში ხარ, ეკლესიას ებრძვი და პატრიარქს ლანძღავ, როცა ხელისუფლებაში მოსვლა გინდა, ხოხვით მიდიხარ და იგივე პატრიარქს შენდობას სთხოვ.

საპატრიარქოდან გამოსულმა ფარისევლებმა ვერაფერი თქვეს დაშტამპული სიტყვების გარდა - მისმა უწმინდესობამ დაგვლოცა და გვითხრა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედეთო. რა არის საქართველოს ინტერესები? ის, რომ გრიგოლ ვაშაძე უნდა გამოსულიყო და განეცხადებინა, კანდიდატურას ვხსნი, აღარ ვოცნებობ პრეზიდენტობაზეო. არა, აბა, ფარისეველი რის ფარისეველია, თუ ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინა? არაუშავს, ამ ომს ქართველი ხალხი მაინც მოიგებს და მერე ყველა თავის წილ აგებს პასუხს.

გიორგი ხმალაძე