ზაზა გაბუნია: ფინანსთა სამინისტრომ აღკვეთა ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა

ზაზა გაბუნია: ფინანსთა სამინისტრომ აღკვეთა ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა

ზაზა გაბუნია (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):

"ბიუჯეტის ფული, ეს მოსახლეობის ფულია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ეფექტურად იყენებს ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის პოლიტიკას და სახეზეა, რომ ეს სისტემა ეფექტურია".

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.