ქალია ადამიანი?!

ქალია ადამიანი?!

ძვირფასო მკითხველებო, უშველებელ ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ ამ სტატიის წერისას ცოტა უხეში ვიქნები. მხოლოდ უხეში კი არა, შეიძლება უნებლიედ ცუდი სიტყვებიც აღმომხდეს. გთხოვთ, ნუ დამძრახავთ, თვითონ თემაა ასეთი... დიახ, თემაც და ობიექტიც, ვისზეც უნდა მოგახსენოთ. სხვათა შორის, ბოლო დროს, როცა საზოგადოებისთვის მიუღებელ ადამიანებზე, ანუ ცხოვრებისეულ ქარაქუცებზე ვწერ, ხშირად მსაყვედურობენ, ბატონო გელა, თქვენი ძვირფასი კალამი ასეთ არარაობებზე უნდა ცდებოდესო? სადღაც გულის კუნჭულში კი მსიამოვნებს, ასეთი კარგი წარმოდგენა რომ აქვს ზოგიერთს ჩემზე, მაგრამ ნება მიბოძეთ, არ დავეთანხმო: ჯერ ერთი, მე ვალდებული ვარ, სწორედ ქარაქუცები ვამხილო, რადგან ქართული (ასევე ქარაქუცა)  ტელეარხების სტუდიებში მათ იწვევენ ჭკუის საკითხავად და მეორეც - თუ საკითხს ასე ზერელედ მივუდექით, მაშინ გამოდის, ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს ყოფით პრობლემებზე არაფერი უნდა დაეწერათ. არ იფიქროთ, ამ ორ ბუმბერაზს ვედრებოდე, ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი დიდი კლასიკოსებიც კი მომენტს არ უშვებდნენ ხელიდან, სულ ჩასაფრებულნი იყვნენ, რათა უმნიშვნელო ცხოვრებისეული პრობლემაც კი არ გამორჩენოდათ. თუ ილია ჭავჭავაძე კახური სიდინჯით წერდა და ლამის მეცნიერულ დონეზე იკვლევდა ყველა სატკივარს, აკაკი წერეთელი იმერული სიფიცხით აღწერდა უამრავ მანკიერებას და ხშირად უხეშობდა კიდევაც. აბა, წარმოიდგინეთ, ნატა ფერაძე ან მისი მსგავსი ვინმე რომ ენახა ილიას, ხომ დაწერდა შედევრს სათაურით: "ქალია ადამიანი"? ხოლო აკაკი კიდევ ერთხელ ჩაიქნევდა ხელსა და იტყოდა, მომავალმა შეჰქმნა დემოკრატია კი არა, გაუგებარი აჯაფსანდალიო.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავატრაკო... უი, უკაცრავად, ბევრი რომ აღარ ვწერო ზოგადად, გადავალ კონკრეტულზე. ესე იგი, ქალბატონი ნატა ფერაძე, რომელსაც მუდამ შუა თითი აქვს გაფშეკილი და ტელევიზიიდან ტელევიზიაში დაატარებენ დიდ მოაზროვნესავით, განა სულ ეგეთი დარდაკი იყო? არა, როგორ გეკადრებათ, უბრალოდ, ისიც ჩვეულებრივ ბავშვად დაიბადა, ჩვეულებრივად ღნაოდა, ხშირად საკუთარ ქაქს ჭამდა, იფსამდა და ასე შემდეგ. თუმცა იყო მასში ერთი არაჩვეულებრივი რამ, რამაც სამშობიარო პერსონალი დიდად გააოცა - ახლად დაბადებულს, რომელსაც ჯერაც არაფერი ერქვა, მარჯვენა ხელის შუა თითი ტრაკში ჰქონდა გარჭობილი. ექიმები ღრმად ჩაფიქრდნენ, ვერ გაეგოთ, რა მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, რატომ მაინც და მაინც მარჯვენა ხელის შუა თითი და თანაც ტრაკში? წესით, ახალშობილს თითი უნდა ჰქონოდა ცხვირში... აი, მაგალითად, როგორც სალომე სამადაშვილს. მართალია, მან ბავშვობაში საკუთარი ცხვირი ისე მოიგლიჯა საჩვენებელი თითით, როცა წამოიზარდა, ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ ეს მაინც არ ჩაითვალა ანომალიურ მოვლენად.

მოკლედ, დახედეს ნატას ექიმებმა, ექთნებმა, დამლაგებლებმა და დანიშნეს კონსილიუმი, რათა მსოფლიოსთვის ეცნობებინათ ამ უჩვეულო მოვლენის შესახებ. შეიკრიბნენ. ზოგმა თქვა, ეს ბედნიერების ნიშანიაო. ზოგმა - პირიქით, შფოთიანი ცხოვრება ექნებაო. თუმცაო, განაცხადა ერთმა მხცოვანმა აკადემიკოსმა, ჩვენ შეგვიძლია, ამ ბავშვს ოპერაციის შედეგად ტრაკიდან თითი გამოვუღოთ, მაგრამ ამ თითს ცხოვრებაში როგორ გამოიყენებს, მაგაზე პასუხს ვერ ვაგებთო. კონკრეტულად რას გულისხმობთო? რას ვგულისხმობ და იმას ვგულისხმობ, რომაო, განაგრძო მხცოვანმა აკადემიკოსმა, საერთოდ, ტრაკიდან გამოღებული თითი შეიძლება ამჟამინდელმა პაციენტმა მომავალში არადანიშნულებისამებრ გამოიყენოსო. უფრო მკაფიოდ აგვიხსენითო, დაიჟინა ერთმა ცნობილმა ექთანმა. ესე იგიო, მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი მხცოვანმა, არსებობს ტრაკიდან გამოღებული თითის ორი ასპექტი, სოციალური და პოლიტიკური, შეიძლება, როცა ბავშვი გაიზრდება, ეს თითი გამოიყენოს ტორტის გასასინჯად, ნაყინის გასასინჯად, კარაქის გასასინჯად, მურაბის გასასინჯად და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ თითს არ გამოიყენებს ვინმეს თვალში სატაკებლად, საზოგადოებისთვის ზიანის მისაყენებლად, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ შეიძლება ამან ეს თითი სხვას ატაკოს ტრაკში ყოველგვარი მიზაზის გარეშე, ახლა გასაგებიაო? კიიი, გასაგებიაო, ჩაილაპარაკეს კონსილიუმის წევრებმა და გადაწყვიტეს, მაინც ჩაეტარებინათ ოპერაცია, რაც იქნება, იქნება, ბოლოს და ბოლოს იმას მაინც გავიგებთ, სამედიცინო თვალსაზრისით მოვლენები როგორ განვითარდებაო.

ჩატარდა ოპერაცია. ახალშობილს თითი გამოუღეს ტრაკიდან. ამოისუნთქეს დაძაბულმა მშობლებმა, ჩვილი გაახვიეს ადიელაში და წაიყვანეს სახლში. მას შემდეგ ამ დუნიაზე ბევრმა ნიაღვარმა ჩაიარა, ჩაილურის წყალიც ბევრმა დალია. სამწუხაროდ, ქვეყანაში ისე წავიდა საქმე, ტრაკიდან თითგამოღებული ბავშვი თითქმის ყველას მიავიწყდა. თუმცა, ჰოი, საოცრებავ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანუ მიხა სააკაშვილის გაქცუნების შემდეგ დედაქალაქში გაჩნდა ქალი... უფრო სწორად, ქალის მსგავსი არსება, რომელიც დღემდე ყველას შუა თითს უჩვენებს პროტესტის ნიშნად.

ისევ შეიკრიბა კონსილიუმი. ბევრი დაბერებულიყო, ბევრი გარდაცვლილიყო, მაგრამ ვინც დარჩენილიყო, იმათაც ძალიან ბუნდოვნად ახსოვდათ თითი და ტრაკი. ცნობილმა ექთანმა თქვა, სამწუხაროდ გამართლდა აწ გარდაცვლილი აკადემიკოსის ვარაუდი, ბავშვი გაიზარდა და ტრაკიდან ოპერაციის შედეგად გამოღებულ თითს პოლიტიკური თვალსაზრისით იყენებსო. ნუთუო, წამოიძახა ერთდროულად რამდენიმემ. კი, მაგრამ ამ თითს უსამართლობის წინააღმდეგ იყენებსო? იკითხა ერთმა უკვე დაჩამიჩებულმა ექიმმა. ნუ, როგორ გითხრათ, ხშირად რამსები ერევაო, მიუგო ექთანმა. კონსლიუმმა დაწერა ორსიტყვიანი დასკვნა: "მოსტყვნია პატრონი".

მიუხედავად ასეთი უხეში დასკვნისა, ნატას მაინც გაუმართლა, ტელესივრცისთვის მიღებული პერსონა გახდა. როგორც კი ერთ-ერთ თანამდებობის პირს შუა თითი აჩვენა, ეგრევე მიიწვიეს სტუდიაში და ჭკუის გამოკითხვა დაუწყეს. მართალია, ჭკვიანური ვერაფერი თქვა, მაგრამ შეკითხვაზე, აქამდე რას აკეთებდითო, ამაყად და ცოტა გაღიზიანებულმაც კი მიუგო: მეო, სხვათა შორისო, 2012 წლამდე ვტყნაურობდიო. ნუ, ეხლა აღარ დაუკონკრეტებია, ამ საქმეში შუა თითს იყენებდა თუ საჩვენებელ თითს. რაღა დაგიმალოთ, ჩვენი გამოშტერებული ტელემედია ძლიერ მოხიბლა შუა თითის ეფექტმა, საკმარისია, ნატამ ვინმეს აჩვენოს, ეგრევე იწვევენ ჩამოტარებით. გადართავ - ნატა ზის სტუდიაში, გადმორთავ - ნატა ზის, გამორთავ - მაინც ნატა ზის. ჰო, მხოლოდ ზის და პერიოდულათ შუა თითებს აჩვენებს ჩვენს ზეგანათლებულ საზოგადოებას. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ზეგანათლებული საზოგადოების ნაწილს მისი ჟესტები აღფრთოვანებს და ექსტაზშიც კი აგდებს. თუ თავიდან ნატა ტრაკიდან გამოღებულ თითს ცოტა უხეშად, ანუ არასექსუალურად ხმარობდა, ბოლო დროს შესამჩნევად დახვეწა, უფრო რაფინირებული და სექსუალური გახადა. ყოველ შემთხვევაში, ტელეჟურნალისტებს და როგორც გითხარით, საზოგადოების ზეგანათლებულ ნაწილს მოსწონთ.

რა იქნება შემდეგ? ტრაკიდან თითის გამოღების სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ ნატამ შუა თითის ჩვენების ილეთები უფრო დახვეწა, მას უდიდესი მომავალი აქვს. ზოგიერთი არც იმას გამორიცხავს, თბილისის რომელიმე ცენტრალურ ქუჩას ნატა ფერაძის სახელი ეწოდოს და იქვე დაიდგას გაფშეკილი, ანუ ამდგარი შუა თითის ძეგლიც. გარკვეულ წრეებში იმასაც ვარაუდობენ, რომ ამ იდეას მოწინააღმდეგეები აუცილებლად  გამოუჩნდებიან. თუმცა იქვე აცხადებენ, პარლამენტის წინ აქციები გაიმართება და ამ მონაპოვარს მაინც არ დავთმობთო, შუა თითი ჩვენი თავისუფლების სიმბოლოაო.

მეგობრებო, ამათ ჯიშსა და ჯილაგს რომ ვიცნობ, მართლაც არ დათმობენ თავისუფლებას, დანარჩენი კი დროის ამბავია. თუ რა მოხდება, თუ რა როლს ითამაშებს ტრაკიდან გამოღებული თითი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ამაზე შემდგომ მოგიყვებით... აბა, მეტი რა საქმე მაქვს?!

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"