ქართველებს ძალიან გვაკლიხართ, ბატონო გურამ

ქართველებს ძალიან გვაკლიხართ, ბატონო გურამ

მეოთხე წელიწადი მიდის გურამ ფირცხალავას გარეშე. ჰოდა, ამ ოთხი წლის განმავლობაში საქართველო ფრთამოტეხილივით გამოიყურება. მტკივნეულია, როცა ასეთი კაცები მიდიან. ქართველ ხალხს ძალიან აკლიხართ, ბატონო გურამ, ძალიან!

დღეს კი თქვენი დაბადების დღეა...

***

გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. გადაღებულია 71 ფილმში.