არც ერთი ქვეყნის მოქალაქემ გვარამია გაძუყნა!

არც ერთი ქვეყნის მოქალაქემ გვარამია გაძუყნა!

ამ დღეებში, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიხო სააკაშვილი და ნილოლოზ გვარამია პირდაპირ ეთერში რომ დაირივნენ, გახსოვთ, ხომ? თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ - ესე იგი, არც ერთი ქვეყნის მოქალაქემ უსმინა გვარამიას წუწუნს, უსმინა, ბოლოს ყელში ამოუვიდა და პირდაპირ მიახალა:

მიხა: მე მიმაჩნია, რომ ხალხს ბევრად უფრო წყნარი ცხოვრება უნდა და ნამდვილად არ მესმის თქვენი ეს პიროვნული საუბრები - „მე მიქნეს“ და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ რა გიქნეს, რა გაწყენინეს?! ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მე ძალიან მიკვირს და თქვენს ადგილზე დავწყნარდებოდი. რომ ამბობთ, „მე მიქნეს“, „ასე ვუზამ, ისე ვუზამ“, რას ბაქიბუქობთ და რას ლაპარაკობთ?! ქვეყანა დაგვენგრა თავზე, ქვეყანა იკარგება.

ნიკოლოზ გაბურძგნულოვიჩი შეცბა, წესით ხმა არ უნდა ამოეღო, მაგრამ ტელემაყურებლების თვალში მთლად რომ არ გაქათმებულიყო, იქით შეუტიასავით:

ნიკოლოზი: რას ჰქვია, "მე რა მიქნეს", რა მნიშვნელობა აქვს?! მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ თქვენგან განსხვავებით და ჩემს ოჯახის წევრებს შეეხნენ, ფიზიკურად ეხებოდნენ. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ფიზიკურად მეხებიან. მე შვილები მყავს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის ჩემთვის წყალგამყოფი, ჩემს სივრცეში შემოღწევა!

ეკრანზე შუაში ეკა კვნესოვნა იჯდა. ისიც შემცბარ-წამხდარი, ხელები სად უნდა წაეღო, არ იცოდა, ტვინიც აემღვრა და ესღა მოახერხა - მოდით, ამ თემაზე მოვრჩეთო.

როგორც სანდო წყარო გვატყობინებს, მოვრჩეთ კი არა, გადაცემის დამთავრების შემდეგ მიხო ისევ ჩართულა სკაიპში და გვარამია ეგრევე გაუგდია სკაიპკვეშ. ბიჭო, შენ თავში აგივარდა რაღაცები, შენს კეთილებს მოვტ...ნავ, საერთოდ გაგაგდებ "რუსთავი 2"-დან, სულ არ მაინტერესებს, შენ რა გიქნეს და რას განიცდი, უკვე ყველაფერი მკიდიაო. სანდო წყარო ასევე გვეუბნება, რომ გვარამია კუთხეში იჯდა მოკუნტული და მარტო ბატონო მიშა, ბატონო მიშა-ს იძახდაო.

თითქოს ერთად არიან და ამ დროს ერთმანეთი ეზიზღებათ, ამ წუპაკებს!!!

 

გელა ზედელაშვილი