დავით მაღრაძე: ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე!

დავით მაღრაძე: ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე!

ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, რომ საბოლოოდ დამარცხდეს მოუშორებელი ჭირი, „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„აქციის მიზანი არის მოსახლეობის მობილიზაცია, მიუხედავად მრავალი საფუძვლიანი პრეტენზიისა არსებული ხელისუფლების მიმართ, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს არჩევნებზე, რათა საბოლოოდ დამარცხდეს ის მოუშორებელი ჭირი, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი რევანშისტული აგრესიით“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს იხსენებენ. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

წყარო: "პირველი არხი"