მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მოვდივარ!

მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მოვდივარ!

მიხეილ სააკაშვილის კოკაინურმა აზრებმა ისევ გაიღვიძა. ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები არ დამთავრებულა და ის უკვე აქაა... უფრო სწორად, მოდის, ახალ წელს ახალი მთავრობა გვეყოლებაო. ალბათ გახსოვთ, ბატონი მიხო იგივეს აცხადებდა უკრაინაში ყოფნისას, მაგრამ პანჩური ამოარტყეს და საერთოდ გააბუნძულეს. ახლა იგივეს ჩალიჩობს საქართველოს მიმართულებით, ის აღარ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, ამჯერად ჩვენი ქვეყანა უნდა გადაარჩინოს:

,,არავინ იფიქროს, რომ საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის, არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან უკან დავიხიეთ ან ვინმემ გვაჯობა. ყველაფერი ზუსტად ისე მიდის როგორც ჩვენ ჩავიფიქრეთ, წარმატება ჩვენს ხელშია.

არ აქვს მნიშვნელობა, რა რიცხვს დაწერს ივანიშვილის საარჩევნო კომისია, რამდენ ხმას აჩუქებენ ზურაბიშვილს, რამდენ ბიულეტენს ჩაყრიან. რა პროცენტებიც არ უნდა გამოაცხადონ, იცოდეთ - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ჩვენ ყველაფერი გათვლილი გვაქვს. მე, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გპირდებით - ახალ წელს, ჩვენ არათუ ახალი პრეზიდენტი, არამედ ახალი მთავრობა გვეყოლება. მოვდივარ!" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.