ლაშა ნაცვლიშვილი: შავგულიძემ თავად გასცა პასუხი ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს

ლაშა ნაცვლიშვილი: შავგულიძემ თავად გასცა პასუხი ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს

„ძალიან გთხოვთ, ეს ფაქტი შეახსენოთ შალვა შავგულიძეს და კითხოთ რა არის პასუხი კითხვაზე რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა. ხვალ ფილარმონიის შეკრებაზე, იქნებ ჩამოყალიბდნენ,  სადაც ძალიან ბევრი იურისტია მათ გარშემო, სწავლული თუ უსწავლელი, კალმით დაწერონ და არა სადღეგრძელოებით,  რა უნდა ექნა მურუსიძეს და რა არ ქნა“ ,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი შალვა შავგულიძემ სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა და ეს პროკურატურამ გააკეთა.

„გავყვეთ  ლოგიკას, რომელსაც ბატონი შავგულიძე გვთავაზობს, რატომ არ გაასაჩივრა. ვნახოთ რას ამბობს ბატონი შალვა, მე რომ გამესაჩივრებინა, შეზღუდული ვიყავი კანონმდებლობითო , რომ აპელაციაში შემეძლო მომეთხოვაო მხოლოდ სასჯელის მომატებაო. სასჯელის ნაწილი ხომ გავიარეთ, მაშინ კასაციაში რატომ ითხოვდა მურუსიძისგან და მისი პალატისგან აპელაციაში დაბრუნებას , თუ აპელაციაში არ ჰქონდა მას უფლება მოეთხოვა პირველ ინსტანციაში დაბრუნება. ნახეთ როგორი ადამიანური ალოგიკაა.

პროკურატურის საჩივარი რომ გაეთვალისწინებინა სააპელაციო მოსამართლეს და მოემატებინა ერთი წელი, მაშინ ამოიწურება თუ არა შესაძლებლობა ეროვნული კანონმდებლობის და მაშინ როგორ მიდიოდა ბატონი შალვა შავგულძე სტრასბურგში?  ეს ხომ  ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკაა, მითუმეტეს სხვა ინტერვიუში მან თქვა ,რომ როდესაც პროკურატურამ გაასაჩივრა ,მე როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი სუფსიდიურად შევუერთდი ამ საჩივარსო,ანუ მან პროკურორთან ერთად მოითხოვა თურმე იმ ერთი წლის დამატება, რომელიც როგორც დაზარალებულმა არ მოითხოვა“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მას აინტერესებს, რატომ არ მოსთხოვა   აპელაციას  პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა ეს საქმე, თუნდაც პროცესუალური ნორმების დარღვევით, მაშინ ხომ არ გამოტოვებდა ამ ინსტანციას.

„როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შევიდა საჩივარი, მაშინ თინა ბურჯალიანი,რომელიც იყო ძალიან კვალიფიციური იურისტი და რომელსაც ადეიშვილთან და სააკაშვილთან ერთად დალაგებული ჰქონდა მთლიანად როგორ არ უნდა წასულიყო სტრასბურგში, სწორედ ამ არგუმენტს იშველიებდა, რომ ვინაიდან შალვა შავგულიძემ სააპელაციო ეტაპი გამოტოვა , არ იყო უფლებამოსილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო წარმოებაში მიეღო საქმე“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.