შალვა რამიშვილი: თამარ კინწურაშვილის დასკვნა ყალბია

ინტერნეტ ტელევიზია პოსტვ-ის გადაცემა „მედია რენტგენის“ ავტორი შალვა რამიშვილი  ,,მედიის განვითარების ფონდს“ ამხელს. 
გადაცემაში  საუბარია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება, სადაც საუბარია იმაზე,  თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროატლანტიკურ და საერთოდ დასავლურ კურსს ეწინააღმდეგება. 
შალვა რამიშვილი იხსენებს 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც მოხდა აქციის მონაწილეთა საშინელი დარბევა, ყველა მაუწყებელი გათიშეს და ეთერში მხოლოდ საზოგადოებრივი დარჩა. სწორედ ამ პერიოდში კი არხის ხელმძღვანელი კინწურაშვილი იყო. 
,,2007 წლის 8 ნოემბერს "მოამბის" ეთერით  კინწურაშვილმა დაუმალა ხალხს ნატოს გენერალური მდივნის განცხადების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ნათქვამი იყო: ,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მედიამაუწყებლობების დახურვა საქართველოში, რომელთანაც ალიანსს უფრო მეტად ინტენსიური დიალოგი აქვს, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია და არ მოდის ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებთან თანხვედრაში“. მიშამ უბრძანა და დაუმალა, - ამბობს შალვა რამიშვილი.


გადაცემის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:  Postv - Analytics