გოგა ხაინდრავა: შალვა შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებსა და მწამებლებს წარმოადგენს!

გოგა ხაინდრავა: შალვა შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებსა და მწამებლებს წარმოადგენს!

„ენდიაი“ რომ ცრუობს, ამის მოწმე არაერთხელ გავხდით, მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ეს არის ამერიკული ინსტიტუტი, ამერიკა კი არის ქვეყანა, რომელიც დიდ დახმარებას უწევს საქართველოს“, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

როგორც გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ლორა თორნტონი, რომელიც ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს წარმოადგენს, პირდაპირ თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის საქმეს აკეთებს.
მისივე თქმით, აშშ საქართველოს პარტნიორია და „ენდიაის“ საქართველოს ოფისი ცუდ საქმეს უკეთებს.
„დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა აშშ-სა და რუსეთის, ასევე საკმაოდ გამწვავდა ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ს შორის, ერთადერთი ან ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შავი ზღვის აუზში ამერიკის მყარი პარტნიორია, არის საქართველო. ის, რომ შავი ზღვის აუზი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოებისთვის, ამაზე დამატებით თქმა ძნელია. ადრე შეიძლება გვეთქვა, ცდება ქალბატონი თორნტონი ან რაღაც არ იცის, ახლა მშვენივრად იცის, რას აკეთებს. ეს ყველაზე შემაშფოთებელი იყო იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკობდა. ზუგდიდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3500-კაციანი დესანტი გადასვა. რათა სამეგრელოში ვითარება აერიათ, სადაც ჰგონიათ, რომ მეგრელები მხარს უჭერენ. ის, რომ „ენდიაის“ გამოკითხვაში იყო კითხვა „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებით, მე ეს შემთხვევითი არ მიმაჩნია. ეს არის წინასწარ განსაზღვრული. რა კავშირში იყო დღევანდელ გამოკითხვასთან „ვარდების რევოლუცია“, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, „ენდიაის“ კვლევებისთვის საველე სამუშაოებს ყოველთვის ატარებს კავკასიის კვლევითი ცენტრი, რომელიც „თაღლითი ლევან თარხნიშვილის დაფუძნებულია“.
„ეს არ არის შემთხვევითი. მე არ ვიცი, ლორა თორნტონი რომელი პარტიის წარმომადგენელია აშშ-ში, მაგრამ საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. ამის მიზანი არის რეანიმაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომლის მხარდამჭერიც არის. ჩემი აზრით, ქალბატონი თორნტონი ემსახურება ინტერესს, რომელიც აზიანებს როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს. სახელმწიფოს პოზიცია ამასთან არანაირ კავშირში არ არის. სახელმწიფოს პოზიციას ჩვენ ვხედავთ, ცალსახა მხარდაჭერას. მსგავსი ტიპის პარტნიორობა, როგორიც დღესაა, საქართველოსა და აშშ-ს შორის არასდროს ყოფილა. პრაქტიკულად თვე არ გადის, რომ არ იყოს მიღებული რაიმე დოკუმენტი, რომელიც ცალსახად ხაზს უსვამს ამერიკის დამოკიდებულებას საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. „ენდიაის“ ადგილობრივი ოფისი ძალიან ცუდს აკეთებს. ამას აუცილებლად იყენებს რუსეთი, ნებსით თუ უნებლიეთ, ეს ქალბატონი ეხმარება რუსულ ძალებს საქართველოში იმ ძალის რეანიმაციაში, რომელმაც ბევრი უბედურება მოუტანა ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილი რომ რუსულ ძალას ემსახურება, ამის არაერთი საბუთი არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში დგას დღეს ჩეკისტი გრიგოლ ვაშაძე, ადამიანი, რომელიც საბჭოთა უშიშროების შუაგულიდან არის გამოსული. მეორე, საბჭოთა უშიშროებისგან გამოსული კაცი არის მიხეილ სააკაშვილი, მესამე – თემურ ალასანია, რომელიც დღესაც რუსეთის უშიშროებაზე მუშაობს.

ქალბატონი თორნტონი პირდაპირ თანამშრომლობს „ნაცმოძრაობასთან“ და მის საქმეს აკეთებს. ეს არაერთხელ დადასტურდა, რაც, პირველ ყოვლისა, დამაზიანებელია აშშ-ის ინტერესებისთვის. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც სერიოზული დაპირისპირებაა აშშ-სა და რუსეთს შორის, ასევე, საკმაოდ გამწვავდა ურთიერთობა აშშ-სა და თურქეთს შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა შავი ზღვის აუზში, რომელიც ამერიკის მყარი პარტნიორია. შავი ზღვის აუზი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარებზე საუბრობს, NDI-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ერთ-ერთი კითხვა „ვარდების რევოლუციას“ უკავშირდება. ეს შემთხვევით არ ხდება. ეს არის წინასწარ განსაზღვრული, წინასწარ გამიზნული, რომელიც დღევანდელ გამოკითხვასთან კავშირში არ არის. მაინტერესებს, ამ ქალბატონმა განმარტოს, რატომ დაისვა შეკითხვა „ვარდების რევოლუციაზე“? ეს ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ქალბატონი ტორტონი „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს და არც გამიკვირდება, რომ ის ამ პარტიის წევრიც იყოს.

გოგა ხაინდრავას განცხადებით, სულხან მოლაშვილმა მას პირადად უთხრა, რომ გიგა ბოკერია მის წამებას ესწრებოდა.
მისივე განცხადებით, მთაწმინდის შუალედური არჩევნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე  სწორედ გირგვლიანისა და მოლაშვილის მკვლელებს წარმოადგენს.
მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონფლიქტი სწორედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით მოუვიდა.
„პირველივე დღეს განვაცხადე, რომ ამ საქმის გამოძიებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი, თუ რამდენად სწორად იქნება წარმართული გამოძიება. მე ძალიან კარგად მახსოვს გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას როლი ამ საქმეში. ყველა დანაშაულში მათ ლომის წილი მიუძღვით, რადგანაც  ისინი „გამპრავებლები“ იყვნენ. კარგად მახსოვს ბოკერიას, ღვინიაშვილის, უგულავას როლი, სააკაშვილზე აღარაფერს ვლაპარაკობ. დღეს კი შალვა შავგულიძე სწორედ გირგვლიანის მკვლელებსა და მწამებლებს წარმოადგენს.
როგორც გოგა ხაინდრავა ამბობს, წარმოუდგენელია, მთაწმინდის ამჟამინდელ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც მაშინ სულხან მოლაშვილის ადვოკატი იყო, არ სცოდნოდა, რომ მოლაშვილის წამების მონაწილე გიგა ბოკერიაც იყო.
შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით  კითხვის ნიშნები ჩემთვის აღარ არსებობს. წარმოუდგენელია, მას არ სცოდნოდა გიგა ბოკერიას როლი სულხან მოლაშვილის წამებასთან დაკავშირებით. სულხან მოლაშვილს ეს ჩემთვის აქვს პირადად ნათქვამი. სულხან მოლაშვიილი მამამ, დედამ, შვილებმა განცხადება არაერთხელ გააკეთეს ამის თაობაზე. გიგა ბოკერია მის წამებას ესწრებოდა და შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ, თურმე, მისთვის ეს სულხან მოლაშვილს არ უთქვამს. არც ის არ იცის, სააკაშვილმა და მისმა “ბანდამ” რომ მოკლა სანდრო გირგვლიანი? რატომ ზის მათთან ერთად?