კახა ძაგანია: შალიკო ნათელაშვილო, კაცი ხარ ეხლა შენ?!

კახა ძაგანია: შალიკო ნათელაშვილო, კაცი ხარ ეხლა შენ?!

კახა ძაგანია (პარტია "მემარცხენა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი):

შალიკო ნათელაშვილო, 2007 წლის 7 ნოემბერს შენ რომ მიატოვე პარტია და სარდაფში ემალებოდი სააკაშვილს, მე, ნესტან კირთაძე, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, აჩიკო ბენიძე, დათო ვერძეული, კოკა გუგუშვილი და სხვები პარტიასაც ვიცავდით (ერთი წუთით არ მიგვიტოვებია პარტიის ოფისი) და პირდაპირი გაგებით, შენს ოჯახსაც ვიცავდით (შენს ბინაში მივვარდით, როდესაც მიშამ ზონდერ ნაც-ჯალათები გამოგიგზავნა და შენგან მიტოვებული ოჯახის წევრები შეშინებული ელოდებოდნენ ცუდ რაღაცებს. არ დამავიწყდება, როგორ გაუხარდათ ჩვენი დანახვა,). შენ რომ სარდაფიდან ამომძვრალიყავი, შევძარით მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ახლა გეამაყება "ნაცებთან" ერთად ყოფნა (დამალე სიხარული, შვილების მაინც შეგრცხვეს!). ვინც გვიჭერდა, გვდევნიდა, გვწამლავდა, გვცემდა, იმასთან პირზე კოცნით ხარ და ვინც გიცავდით, იმათ გვაგინებ. კაცი ხარ ეხლა შენ?!