მარინა წერეთელი: შენ გამხადე, მიხო, ემიგრანტი, შენ დამაშორე ათი წელი ჩემს ბიჭებს!

მარინა წერეთელი: შენ გამხადე, მიხო, ემიგრანტი, შენ დამაშორე ათი წელი ჩემს ბიჭებს!

მარინა წერეთელი (ემიგრანტი):

როდესაც მიჭირდა, პედაგოგს 170 ლარს (უმაღლესი ხელფასი მქონდა) და ობლებისთვის 14 ლარს მიხდიდი, მიხო! დღეს რა ნამუსით გვთხოვ ემიგრანტებს ფულს?დაგვხმარებოდი, გულთან მიგეტანა ხალხის გაჭირვება, არ დაგეწიოკებია ქართველი ერი. არ წაგერთმია ბიზნესი ხალხისთვის, არ ჩაგეცხრილა ანგელოზი ბიჭები ქუჩაში, არ გაგემწარებინა პატიმრებს დედები მათ შვილებთან ერთად და დღეს არ დაგჭირდებოდა ღრიტინი... ხალხზე. ხან ვის მიახტები და ხან ვის. დენი და წყალი მოგვეცი, ეგ ყველა განვითარებად ქვეყანაში ხდება საგარეო ვალებით, რამაც შენ მილიარდერი გაგხადა, შენს კიკუებს კი უამრავი ოქრო-ბრილიანტი შესძინა და ჩვენმა მომავალმა უნდა ისტუმროს ის ვალები. შენ ის თქვი, ვითომ აყვავებულ ქვეყანას აყვავებაში რამდენი "მოუტეხე"? შენ გაწყობდა რუსეთთან ომი და კარგადაც მოითბე ხელი. სად წავიდა მილიონობით ევრო? არ თქვა, გორელებს რომ ნიფნიფის და ნაფნაფის სახლები აუშენე, იქ დაგეხარჯა, მე მჯერა ჟვანიას მკვლელობა და სანდრაზე რაც ბრალდებებია, იმისიც და არა მარტო მე, მიხო, ყველა საღად მოაზროვნეს ჯერა. მე არ მინდა შენი ხილვა საქართველოში, რადგან გაჭირვებულებს არაფერი გაგვიკეთე, შენ გამხადე ემიგრანტი, შენ დამაშორე ათი წელი ჩემს ბიჭებს, შენს გამო არ მოვფერებივარ ჩემს უნახავ შვილიშვილს. მე შენ მძულხარ, მიშა, და არა მარტო მე, ჩემსავით გამწარებულ ბევრ ქართველს. ვინც გირიცხავს, ჩაგირიცხოს, ტვინგაწყალებულებმა თავიანთი საქმე იციან. თუ გინდა, 14 ლარს დაგიბრუნებ, მაგაზე მეტი არ მოგცეს უფალმა. ვერ დაბრუნდები, მიშა, შენ... სოფლის ამომგდები გზირი ხარ და ყველა შენი მომხრე სისხლის ნთხევის მოყვარულია!