ჩათლახები

ჩათლახები

ერთი კვირა იტრიპაჩა, ამ ჩემის ტრულაილამ, მიხოსთან ძაან მაგარი ინტერვიუ ჩავწერეო, ძაან მძიმე შეკითხვები დავუსვიო, არც მოვერიდე და არც არაფერიო... მაინც გამიძლოო, მაგარი პოლიტიკოსია, მსოფლიო მნიშვნელობისო. ჰო, იმაზე მოგახსენებთ, ტუჩები რომ დაუბერია და პირი გახეულ კალოშს მიუგავს. ჩემი გაბურძგნულიო, ხელს უსვამს თავზე მიხა სააკაშვილი, თან კიკინებს როლანდ ახალაიას მოტ...ნულ თხასავით. ჰო-მეთქი, ნეკროლოგ გვარამიაზე გეუბნებით, ბრიუსელში რომ ჩაფრინდა და მაგარი "ექსკლუზივი" გააძრო. თან "მთავარ არხზე" იქნება ეს ყველაფერიო, მოემზადეთ დაუნდობელი და გამანადგურებელი შეკითხვებისთვისო. ჯერ ერთი, ექსკლუზივი არა, იხვის ტოლმა, დღეგამოშვებით ლამის ლაჯებით არის გადმომჯდარი სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში და ბურღავს ტვინს თავისი სისულელეებით, მეორეც - ვინ და როდის მიანიჭა ამ საქათმეს მთავარი არხის სტატუსი? არც არავინ, თვითონ დაირქვეს!

***

მოკლედ, როგორც უკვე გაცნობეთ, ნიკოლოზ გვარამია ბრიუსელში ჩაფრინდა, მიხა სააკაშვილს შეხვდა და "რუსთავი 2"-ისთვის 2-საათიანი ინტერვიუ ჩაწერა. სანამ ეს უბადრუკობა ეთერში გავიდოდა, იმან, იმ ნაპროკურორალმა ე.წ. ჟურნალისტმა ბრიუსელის ერთ-ერთი კაფედან "ლაივი" ჩართო და კადრში ვიხილეთ ორი ერთმანეთზე უარესი ჩათლახი. ოღონდ, მომიტევეთ, ახლა ნუ მომთხოვთ იმის ახსნას, რომელი უფრო დიდი ჩათლახია. გააჩნია დროს, ვითარებას და გარემოებას, ხან ერთია გამორჩეული ჩათლახი, ხან - მეორე. ა, ბატონებო და ქალბატონებო, თავად ნახეთ, რა სიბანძეს აფრქვევდნენ ერთიც და მეორეც. მოდით, ჯერ იმ "ლაივ-ვიდეოდან" ამოვიღოთ "შედევრი" ფრაზები, რომელიც ინტერვიუს გასვლამდე გაავრცელა ნეკროლოგ გვარამიამ, შემდეგ კი 2-საათიან ბარახლო გადაცემასაც გადავხედოთ. ესე იგი, ბრიუსელის რომელიღაც კაფეში წამოტყლარჭული მიხა იძახის: "გიჟიაო სააკაშვილიობიჭო, მთაზე გიზით კაცი, რომელიც სექსით არ არის დაკავებული ხეებთან, თორემ დანარჩენი ყველაფრით. კაცია, რომელიც დღე და ღამე ეხუტება ხეებს, გლიჯავს ხეებს".

ნიკა გავრამია მომენტს არ უშვებს, უკბილოდ ღადაობს: "თქვენ რა იცით, რომ სექსითაც არ არის დაკავებული"?

მიხა ხან თავს იქექავს, ხან კიდევ თითს ისვამს ცხვირზე ვიოლინოს ჯოხივით და განაგრძობს:  "ეგეც არ ვიცი, ახლა სანთელი არ დამიჭერია, მაგრამ წარმოიდგინე, მთელი ხეები გადათხარა, გამცირებთ, გაფურთხებთ, მარიხუანას 500%-იანი მოგება აქვს და კიდევ მე ვარ გიჟი?! გიჟი ის არის, ვინც მას არ თვლის გიჟად".

კიდევ მე ვარ გიჟიო? რას მიედ-მოედებით, სოლოლაკში კაცი გიზით, ხეებთან აქვს სექსი, ამას ვერ ამჩნევთ, თქვენ ხართ გიჟებიც და აფრაკებიცო. აი, ეს გახლავთ სიდედრის ტრიკოს შეფარებული უტრაკო ყარაჩოხლის "იუმორის" შინაარსი, ხოლო ამ "იუმორის" მიღმა იმალება ღვარძლი, ბოღმა, ღიმილში შერეული ჩირქი - "სადაც მე არ ვარ პირველი კაცი, იქ ყველაფერი იღუპება, მეწყერს და ნაგავს მიაქვს მთელი საქართველო"! თავს ზემოთ ძალა აღარ აქვს ამ გაქსუებულ "პრაშმანდოვკას", ვეღარც წინ მიდის, ვეღარც უკან, გაჭედილია საკუთარ ბალღამში, იხარშება თავის ბინძურ ქვაბში. მიხა უფრო შორს მიდის და განაგრძობს მეორე ჩათლახთან ღადაობას:  

"ამ გიჟმა შეიძლება ჩვენი ისტორია დაასრულოს. ამიტომ, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოიფერთხოს ის და იქნება ძალიან მაგარი ქვეყანა, სინგაპურიზმი კუბში. ყველაფერი კარგად იქნება, თუ არ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს. რა თქმა უნდა, არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია, მაგრამ არჩევნებამდე რომ მივიდეთ, ამას უნდა გავაგდებინოთ ხელიდან, ჩაბღუჯებულია კბილებით ყველას დღეგრძელობა იყოს, ბრიუსელიდან მოგესალმებით და მალე იმედია, თბილისში ისე მშურს ახლა ამ კაცის, ნიკა გვარამიასი, რომ მიდის თბილისში. ამის დედა ვატირე მე, რატომ უნდა ვიჯდე ამ წვიმიან ბრიუსელში, რატომ? იმიტომ რომ იმ (ბიძინა ივანიშვილ) დეგენერატს ეშინია ჩემი? წავიდეს რა, იმკურნალოს"!

ნახეთ, როგორაა გიულიჩი ამოვარდნილი გრაფიკიდან - ესე იგი, იმიტომ ზის (ამის დედა ვატირე!) წვიმიან ბრიუსელში, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი ეშინია. აბა, ერთი შემოუშვას, არ დაიჭიროს, მერე აჩვენებს სეირს. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, როცა თქვა: მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ნებისმიერ ხელისუფლებას სამ თვეში დავამხობდიო. სამი თვე კი არა, შვიდი წელიწადი გავიდა და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი მოუხერხა. ამიტომაც კადრულობს უკადრებელს, ამიტომაც გადადის დაუკრეფავში, მისი დავთრების თანახმად, თურმე ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარშემო ყველა გააბანძოს. არადა, პირიქითაა, ივანიშვილმა ბევრი "დააკაცა", გზაზე დააყენა, ჩააცვა, აჭამა, თანამდებობა მისცა, მაგრამ ამ ბევრიდან ბევრმა ვერ შეიფერა... უფრო სწორად, ისე შეიფერა, იქით დაუწყო ივანიშვილს თავის გატოლება და ჭკუის სწავლება. ზოგიერთი პანჩურის ღირსი მადლობით რომ გაისტუმრა და ციხეში არ უკრა თავი, ეტყობა, ეგ არის გაბანძება!

***

გადავიდეთ ასერიგად ნარეკლამებ გადაცემაზე, ანუ ინტერვიუზე, რომელიც გვარამიამ "ექსკლუზიურად" ჩაწერა ნისლიან... უკაცრავად, წვიმიან (ამის დედა ვატირე!) ბრიუსელში: ეს ჩათლახი ეუბნება იმ ჩათლახს, ეკა ბესელია ამბობს, ფარული კადრები სააკაშვილის დროს არის გადაღებულიო.

იმ ჩათლახის პასუხი: ძალიან მარტივი სიტუაციაა რა, არასოდეს ჩემ დროს არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა შეიძლება ვიღაც იღებდა, მე რა ვიცი? მაგის გაკონტროლება შეუძლებელია, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება. თუ ვინმე რაღაცას ჩათლახობს თავისთვის, ეს არ კონტროლდება".

თუ ვინმე რაღაცას ჩათლახობს თავისთვის, ეს არ კონტროლდებაო. ახლა მიხვდით, რატომ დავარქვი ამ სტატიას "ჩათლახები"? ჯერ ერთი, "ნაცები" პროკურატურას და ხელისუფლებას რომ უკიჟინებენ, ფარული ვიდეოების საქმე გამოიძიეთ, თორემ დაგამხობთო (ამათი დამხობილი არ გაიშვა წვიმიან ბრიუსელამდე, მაგრამ მაინც), ეგ როგორაა, მიხოს მმართველობის შემთხვევაში არ კონტროლდება, ხოლო ივანიშვილის შემთხვევაში კონტროლდება? მეორე - 27 ათასი ფაილი რომ დაამზადა "მეგის-ფიქჩერსმა", როგორ იყო, მიხოს 27 ათასი ჩათლახი ჰყავდა თავის კარზე თუ ამდენი ერთმა ჩათლახმა შეძლო? მოკლედ, მსოფლიო დონის ჩათლახი სხვის ჩათლახობებზე ისე ლაპარაკობს, გეგონება ფარული ვიდეოების საყურებლად მე მქონდა მოწყობილი კინოთეატრი და ჩემ გარემოცვასთან ერთად მე ვხითხითებდი.

და მაინც... ამ ჩათლახის შეკითხვაზე, რას იზამდა, რომ გაეგო (ვითომც არ გაუგია), ეკა ბესელია ჩაწერეს, ის ჩათლახი პასუხობს:

"თავს მოვაძრობდი ყველას. ჩემთვის მთავარი პრინციპია, რომ ეს არ კეთდება. როდესმე ვინმესგან გაგიგიათ რომ ვინმეზე ვჭორაობდი? ივანიშვილი ჭორაობდა ალასანიას პირად ცხოვრებაზე. ოლიგარის სტილია ასეთი, ჩვენ პირად კადრებს არ ვიყენებთ მტრების წინააღმდეგაც კი".

თავს მოვაძრობდი ყველასო... პირად კადრებს არ ვიყენებდით მტრების წინააღმდეგაც კიო... არაო, ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგაც არ გამოგვიყენებიაო... არაო, ერეკლე კოდუაც არ გაგვიგზავნია ლონდონში ბადრისთანო... არაო, არც ნახევარი საქართველო გამოგვიცხადებია ჯაშუშებად და არც ფარულ ვიდეოებს ვატრიალებდით 24 საათის განმავლობაშიო... რა უნდა ელაპარაკო ახლა ამას? წავიდა, შეყო თავი სიდედრის ტრიკოში და ჰგონია, ყველას ყველაფერი დაავიწყდა. მოდით, ახლა შემოგთავაზებთ ამ ჩათლახისა და იმ ჩათლახის დიალოგს, ხოლო დასკვნა ბოლოს გავაკეთოთ ერთად (პრინციპში, დასკვნა უკვე გაკეთებულია, მაგრამ მაინც):

სააკაშვილი: აფრასიძეებს ისტორია, იგივე ვაზაგაშვილის და კორტების ოპერაცია, უკაცრავად, სხვა გამოსავალი რა იყო? იგივე პრობლემაა ბრაზილიაში, ახლა ქუჩაში დახოცა პოლიციამ რამდენიმე კრიმინალი. სხვადასხვა ქვეყნებს აქვს ასეთი ეტაპები. დღეს საქართველოში ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ მივუდგეთ 2004 წელს 2019 წლის კრიტერიუმებით, ეს არის დიდი სისულელე.

გვარამია: შეგახსენებთ, რომ გირგვლიანთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში შსს ცდილობდა სხვადასხვა ვერსიების გამოგონებას, სვანური მაფიის, მედიაშიც იყო ეს. შემდეგ ძალიან დიდი ხანი ეძებდა სამართალს ირინა ენუქიძეთქვენ ხომ იცით, რომ ეს პრობლემური საკითხია.

სააკაშვილი: ორ-სამ დღეში ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა

გვარამია: არ იყო ეს ორ-სამ დღეში პროცესი გახსოვთ, სადაც მოსამართლეს პროკურორი კარნახობს?

სააკაშვილი: ვიცი, რომ ეს ადამიანები რამდენმე დღეში დააპატიმრეს.

გვარამია: რატომ არ გადააყენეთ შს მინისტრი?

სააკაშვილი: ეს სხვა საკითხია. ახლა ორ სხვადასხვა ეს იყო შეცდომა. ვანო მერაბიშვილი არგადაყენება იყო შეცდომა. მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, არ შეიძლება, ახლა ასეთი სიტუაციაა.  ორი სამი დღის შემდეგ ავიღე ჩემს თავზე დარტყმა, რაც ვფიქრობ, შეცდომა იყო. მოდით, ვთქვათ, რაც იყო, გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებელი მკვლელობა იყო. ის ხალხი, ვინც მონაწილეობდა, ყველა დაიჭირეს  და ციხეში აღმოჩდა.

გვარამია: რატომ გაუნახევრეთ სასჯელი ამ ადამიანებს?

სააკაშვილი: იმიტომ, რომ სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. 2008 წელს ომი დაიწყო და სამხედ  მოსამსახურეები იყვნენ

გვარამია: მაშინ რატომ დაწერა სტრასბურგმა, რომ ეს ორკესტრირებული იყო და ვერტიკალის თავში სააკაშვილი იყო?

სააკაშვილი: იმიტომ, რომ წულუკიანმა დაწერა დასკვნა. წულუკიანს ჰქონდა პირადი დაინტერესება. რაც შეეხება რობაქიძის ისტორიას, უკაცრავად, ასეთი რამე ამერიკაში ყოველდღე ხდება. ძალიან ხშირად ხდება. ეს არის სრული იდიოტიზმი. უკაცრავად, ძალიან ბევრგან ხდება, რომ პოლიცია უდებს იარაღს, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ეს იყო გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი, სადაც არ გვქონდა სახელმწიფო აპარატი. რას მოვთხოვთ ხალხს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სახელმწიფო რა იყო.  გამოუცდელები ვიყავით, გავა კიდევ 5-6 თაობა და სასაცილოდ მოგვეჩვენება, რაზეც ამდენი დავა მიდის.ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები. დღევანდელი  გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ არ ვაპირებ თავზე ნაცრის ყრას. არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, თუ რაც იყო გაუფრთხილებელი, არც რობაქიძის თემასთან არ ვარ კავშირში და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დიდი ღორობაა ამის დაბრალება პრეზიდენტზე.

***

არა, ხედავთ? კარგად ხედავთ, როგორ ავაზაკთან გვქონდა საქმე? თურმე აფრასიძეებს ისტორია, იგივე ვაზაგაშვილის და კორტების ოპერაცია აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, სხვა გამოსავალი არ იყო. ათასობით ოჯახი უნდა გაენადგურებინათ - სხვა გამოსავალი არ იყო. ათასობით ადამიანი უნდა გაეუპატიურებინათ - სხვა გამოსავალი არ იყო. ბიზნესი უნდა დაეტერორებინათ - სხვა გამოსავალი არ იყო. პატიმრები უნდა ეწამებინათ, ტრაკში ცოცხები ეკეთებინათ - სხვა გამოსავალი არ იყო. თურმე იგივე პრობლემაა ბრაზილიაში, აგერ, ქუჩაში დახოცა პოლიციამ რამდენიმე კრიმინალი. სხვადასხვა ქვეყნებს აქვს ასეთი ეტაპები. ესე იგი, იმ ჩათლახის გაგებით, გირგვლიანი და რობაქიძე კრიმინალები იყვნენ. მერე რა, ბრაზილიაშიც იგივე ხდება. გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებელი მკვლელობა ყოფილა... ანუ ოქროყანაში რომ აიყვანეს და აწამეს, ამაზე წინასწარ ვერ გააფრთხილეს. რატომ გაუნახევრეთ სასჯელი ამ ადამიანებსო? - ეკითხება ეს ჩათლახი. დაუკვირდით, დამნაშავეებს კი არა, ამ ადამიანებსო, სიტყვა "დამნაშავესაც" არ იყენებს (თქვე ჩათლახებო, რომელია მაგათგან ადამიანი?!). ის ჩათლახი პასუხობს, იმიტომ გავუნახევრე, რომ  სამხედრო მოსამსახურეები იყვნენო. მაშინ რატომ დაწერა სტრასბურგმა, რომ ეს ორკესტრირებული იყო და ვერტიკალის თავში სააკაშვილი იყო? იმიტომ, რომ წულუკიანმა დაწერა დასკვნა, წულუკიანს ჰქონდა პირადი დაინტერესება. აჰა, მე მამა აბრამის ბატკანი ვარ, წულუკიანმა გამიჩალიჩაო. რაც შეეხება რობაქიძის ისტორიას, უკაცრავად, ასეთი რამე ამერიკაში ყოველდღე ხდება, ეს იყო გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი, რას მოვთხოვთ ხალხს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სახელმწიფო რა იყოო,  

გამოუცდელები ვიყავით, გავა კიდევ 5-6 თაობა და სასაცილოდ მოგვეჩვენება ეს ყველაფერიო. თურმე რობაქიძის საქმე სასაცილო ყოფილა, რადგან ამერიკაში ყოველდღე ხდება მსგავსი რაღაცები, კლავენ და მერე იარაღს უდებენ.

იმ ჩათლახს მივმართავ: რომ იძახი, 5-6 თაობის მერე სასაცილოდ მოგვეჩვენებაო, უკვდავი კაშჩეი ხარ, შე ჩემის ვართაპეტიანო? 5-6 თაობის შემდეგ შენი ძვლებიც აღარ იქნება ამ დიად სამყაროში!

***

"ექსკლუზიური" ინტერვიუს კულმინაცია!

ეს ჩათლახი ეკითხება იმ ჩათლახს, როცა პრეზიდენტი იყავით, ბიზნესმენებს რატომ არ ხვდებოდითო?

პასუხი: "მე მსურდა, რომ ბიზნესმენები ყოფილიყვნენ თავისუფლები. მამუკა ხაზარაძესაც არასოდეს შევხვედრივარ პირადად".

არა, მიხო, შენ არა, ბიზნესმენებს შენი კლიზმა ადეიშვილი იბარებდა, ის ხვდებოდა და საპროცესოებს უფორმებდა. ღამის 3 საათზე მიათრევდნენ ხოლმე ნოტარიუსთან, სპეციალურად გყავდათ ასეთები - ღამის ნოტარიუსებს ეძახდნენ. სპეცრაზმსაც ღამე დაახვევდით ხოლმე თავზე, ვისაც კი თვალში წყალი ედგა, ვისაც კი ცოტაოდენი ქონება გააჩნდა. შე ჩემის ვართაპეტიანო, ამას წინებზე თავად არ აღიარე, სახლების წართმევის ხასიათზე აღარ ვარ, ეგ ძალიან აზარტული საქმეა, ერთს რომ წაართმევ, მერე კიდე გინდებაო?! ერთი პერიოდი არ იხვეწებოდი, გამოვსწორდი, თბილისში დამაბრუნეთო?! ვინა, ბიჭო, შე არამზადავ, შენი გამოსწორება სად გაგონილა? ის ფანდი რომ არ გაგივიდა, ახლა მეორე ფანდს აწვები, ვითომც მამა აბრამის ბატკანი მყავხარ, ვითომ ყველა სიბინძურე შენს გარეშე ხდებოდა. რომ გამეგო, ეკა ბესელია ჩაწერეს, ეგრევე თავს წავაძრობდიო. გიმეორებ, 27 ათასი ფაილი შენს კისერზეა და როგორც ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გიწინასწარმეტყველა, ეგ ცოდვები აუცილებლად გადავა შენს შთამომავლობაზე!

***

დასკვნა: "იდი ნა ხუი", მიხავ, შე ჩათლახო!!!

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"