ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის მთავარი საზრუნავი არის ის, თუ რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის მთავარი საზრუნავი არის ის, თუ რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა NDI -ის კვლევებზე გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი საზრუნავი არ უნდა იყოს რეიტინგებში ერთმანეთზე გადასწრება.

„საუბარი მინდა დავიწყო იმით, რომ ყველაზე სწორი და ზუსტი რეიტინგი ეს არის არჩევნების შედეგები. ბოლო არჩევნებზე, მე ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს. ქართულმა ოცნებამ და ქართული ონცების მხარდაჭერილმა კანდიდატმა მიიღო, დაახლოებით  მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის ხმა, მეორე ტურში. ესეც დემოკრატიის მაჩვენებელია. ხოლო ოპოზიციამ მიიღო თუ არ ვცდები 800 ათასი ხმა. ეს რაც შეეხება რეიტინგებს. მე როგორც პოლიტიკოსი და მოქალაქე, ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი საზრუნავი არის ის თუ რას ფიქრობ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი საზრუნავი არ უნდა იყოს რეიტინგების გაზომვა და რეიტინგებში ერთმანეთზე გადასწრება, არამედ ის თუ, როგორ უნდა მოვუგვაროთ პრობლემები, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია დაუგროვდა ჩვენს მოსახლეობას და ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.