არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომში

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომში

ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და უსაფრთხოება არის დაცული ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემმუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც პარლამენტის წევრებთან ერთად, პარლამენტის სახელით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისი თქმით,  სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე

,,სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე, თუმცა ეს არის საკითხი, სადაც ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სადაც მთელი საზოგადოება და ხელისუფლება უნდა იყოს ერთიანი, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები უპირატესია. ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და უსაფრთხოება არის დაცული და მომავალშიც ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ შევინარჩუნებთ მშვიდობას, შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა არჩილ თალკვაძემ.