გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უკვე ვხედავთ გიორგი გახარიას მთავრობის მნიშვნელოვან ნაბიჯებს

გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უკვე ვხედავთ გიორგი გახარიას მთავრობის მნიშვნელოვან ნაბიჯებს

,,ჩვენ უკვე ვხედავთ პრემიერ გიორგი გახარიას მთავრობის შედეგზე და ეფექტურობაზე ორიენტირებული სტრატეგიის პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რადგან წლების მანძილზე ეს საკითხი სერიოზულ პრობლემად რჩებოდა და მუდმივი დაპირისპირების არენადაც კი იყო გადაქცეული, რაც ნეგატიურად აისახებოდა როგორც საწარმოს, ასევე საწარმიოში დასაქმებული ადამიანების სოციალურ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე და მთლიანდ ქალაქის განვითარებაზე“,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ექსპერტის თქმით,  ნიშანდობლივია, რომ ახალი ინვესტორი, რომელსაც მსგავსი პროექტების მართვის დიდი გამოცდილება აქვს, ვალდებულებას იღებს ტექნოლოგიურად სრულად განაახლოს შახტები და ამასთან, ახალი ტექნოლოგიები შეასწავლოს მოქმედ პერსონალსაც. 

,,ნიშანდობლივია, რომ გარდა ამისა ახალი ინვესტორი, რომელსაც მსგავსი პროექტების მართვის დიდი გამოცდილება აქვს, ვალდებულებას იღებს ტექნოლოგიურად სრულად განაახლოს შახტები და ამასთან, ახალი ტექნოლოგიები შეასწავლოს მოქმედ პერსონალსაც. კარგადაა ცნობილი, რომ ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, ამ ტიპის საქმიანობას პერიოდული ტრენინგები და ასევე ახალ აპარატურასთან მუშაობას ტრენინგები ესაჭიროება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხმება მისაღებია როგორც ძველ და ხალ ინვერსტორებს შორის, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტყიბულის შახტებში დასაქმებული ადამიანებისა და ქალაქის მთელი მოსახლეობისთვის.რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე ვხედავთ პრემიერ გიორგი გახარიას მთავრობის შედეგზე და ეფექტურობაზე ორიენტირებული სტრატეგიის პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რადგან წლების მანძილზე ეს საკითხი სერიოზულ პრობლემად რჩებოდა და მუდმივი დაპირისპირების არენადაც კი იყო გადაქცეული, რაც ნეგატიურად აისახებოდა როგორც საწარმოს, ასევე საწარმიოში დასაქმებული ადამიანების სოციალურ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე და მთლიანდ ქალაქის განვითარებაზე”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს, კერძო კომპანიებისა და მოქალაქეების ეფექტური თანამშრომლობის შემთხვევაში, ძალიან ბევრი პრობლემური საკითხის იმგვარად გადაჭრა შეიძლება, რომ პროცესში ჩართული ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს.