თამარ ჩუგოშვილი: ჩვენს ოპონენტებს ნუ გაუჩნდებათ ილუზია, რომ ქვეყანა მხარდაჭერას კარგავს

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენს ოპონენტებს ნუ გაუჩნდებათ ილუზია, რომ ქვეყანა მხარდაჭერას კარგავს

ჩვენს ოპონენტებს ნუ გაუჩნდებათ ილუზია, რომ ქვეყანა მხარდაჭერას კარგავს, ეს განცხადება პარლამენტის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა ,,იმედი Live"-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ს განწყობა საქართველოს მიმართ არის მეგობრული და მხარდამჭერი. 

,,თუ ჩვენ გვადარდებს ის, რომ აშშ-ს განწყობა საქართველოს მიმართ შეიძლება შეიცვალოს, და ამან შეიძლება რაღაცეები დააზიანოს, მე შემიძლია ზუსტად გითხრათ,  აშშ-ს განწყობა საქართველოს მიმართ, არის მეგობრული, მხარდამჭერი და ელჩის განცხადებაც ზუსტად ამას ადასტურებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გვეუბნებიან, რომ რაღაც პრობლემები ქვეყანაში გრჩებათ და გააგრძელეთ მუშაობა მათ მოსაგვარებლად, ეს არის მხოლოდ კეთილგანწყობილი მეგობრის  ნათქვამი. 

ეს ასე უნდა დავინახოთ. აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რომ იზრდება ეს გამოხატულია ყველაფერში - რეზოლუციებში, რომელსაც იღებენ, დაფინანსებაში, რომელსაც გამოყოფენ, გამოხატულია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და ყველგან, სადაც კი შეიძლება იყოს გამოხატული. ასე რომ, ჩვენს ოპონენტებს ნუ გაუჩნდებათ ილუზია, რომ ქვეყანა მხარდაჭერას კარგავს და ა.შ. და საზოგადოებაში ასეთი პრომიტიული ფარსებით ნუ შეიყვანენ",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.