დავით მათიკაშვილი: მივმართავ "რუსთავი 2"-ს, ცრუპენტელები და სასაცილოები ხართ!

დავით მათიკაშვილი: მივმართავ "რუსთავი 2"-ს, ცრუპენტელები და სასაცილოები ხართ!

დავით მათიკაშვილი (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):

"სერიოზულობიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯი რომ არის, სააკაშვილმა, გვარამიამ, მელაძემ და მთელმა "რუსთავი 2"- მა კარგად იცის, თუმცა ცდილობს, არ შეიმჩნიოს, გადაფაროს საკუთარი ტყუილები ტელეწამყვანის დამაჯერებელი ტონით, არარსებული ფაქტების გამოგონებით, არსებულის დამახიჯებით და ა.შ.

დღევანდელი "შაბათის კურიერის" პრომოს ვუყურე და მივხვდი, რომ ძალიან გაუჭირდება "რუსთავი 2"- ს იმის არშემჩნევა, რომ უბრალოდ სასაცილოები არიან და თან ძალიან.

"მინიოლიგარქები" - როგორ მოგწონთ, ჩემზე გააჟღერეს, "კოლექციონერიო". ჩემი ოჯახი,  ყოველი თვის ბოლოს ასე მოუთმენლად რატომ ელოდება დეპუტატის  ხელფასს, თუ მაგასაც მეტყვიან, ჩემს "ოლიგარქობას" და "კოლექციონერობასთან" ერთად, დიდად დამავალებენ. ან როგორ ესადაგება ოლიგარქობა  და ხელფასის ყოველთვიური  მოლოდინი ერთმანეთს, იქნებ ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი მოცემულობაც აგვიხსნან ცისფერი ეკრანებიდან?

მწერენ ჩემი მეგობრები, ნაცნობები და უცნობებიც საკმაოდ, მირჩევენ, არ ინერვიულოო, შენ კარგად გიცნობენ და ისიც კარგად იციან, რომ "რუსთავი 2" ტყუილს ტყუილზე ამბობსო, ჩემმა უახლესმა მეგობარმა რჩევა მომცა, ჯერ დაელოდე  სრულ სიუჟეტს, ნახე, რას ამბობენ და ისე გაეცი პასუხიო. რა აზრი აქვს? რას  დაველოდო? გვარამიას და მელაძის ფანტაზიებს?! ან რა ვქნა ეხლა, დავიწყო თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ "მინიოლიგარქი" არ ვარ? არ არის ეხლა ეს სასაცილო?!

აქ მართლა არ ვაპირებ არაფრის დამატებით ახსნას, ამოიღონ ჩემი არაერთი ინტერვიუ და დეტალურად გაეცნონ მათ, ამობეჭდონ ჩემს მიერ წლების განმავლობაში ჩაბარებული დეკლარაციები და აუცილებლად მივლენ იმ დასკვნამდე, რომ  ჩვეულებრივი მატყუარები და უბრალოდ, ძალიან სასაცილოები არინ.

თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არ შეიმჩნევენიცით, რატომ? იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-ის და  "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი სიმართლის გარკვევა არ არის და არც ყოფილა არასდროს (ორიგინალური არაფერი მითქვამს, ეს ისედაც კარგადაა ცნობილი საზოგადოებისთვის), ამ ცრუ, პარტიული ტელევიზიის მიზანი საზოგადოების თვალში ადამიანთა გაშავება და ჩარეცხვაა, სააკაშვილისეული ჩარეცხვის პოლიტიკის "ღირსეული" გაგრძელებაა, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე აქაც ძალიან უჭირთ. უჭირთ, რადგან 2012 წელს,  სააკაშვილი იძულებული გახდა, ხელიდან გაეშვა  კონტროლი ყველა სახის მედიასაშუალებაზე და შესაბამისად, სივრცე ტყუილების სიმართლედ  გასაღებისა, მაქსიმალურად შემცირდა, დარჩა მხოლოდ პარტიული ტელევიზია, პარტიული დიქტორებით და საზოგადოებისთვის ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიებით.

მივმართავ "რუსთავი 2"-ს: "ვწუხვარ", მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ცრუპენტელები, მატყუარები და უბრალოდ ძალიან სასაცილოები ხართ. რა თქმა უნდა, ეს ყველა რუსთავიორელს არ ეხება, თქვენ წარმოიდგინეთ, "რუსთავი 2"-შიც მუშაობენ წესიერი, პატიოსანი და თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები, უბრალოდ ის არ ვიცი სააკაშვილ-გვარამიას ამორალურ ტანდემთან როდემდე შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას"!!!