კახა მიქაია: ცხოვრება მშვენიერია და ციხეს მართლაც აქვს შუშაბანდები!

კახა მიქაია: ცხოვრება მშვენიერია და ციხეს მართლაც აქვს შუშაბანდები!

სააკაშვილის მონობიდან ,,თავისუფალი სიტყვის ფლაგმანად" ქცეული რ2 - ის ჟურნალისტები, არხის ახალი მფლობელისგან სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ !!!

არაფერია ამაში გასაკვირი, პირიქით, ეს ყოველივე საკმარისი არ არის!!!
ვფიქრობ, ჟურნალისტებმა თავდაცვის ცნობილ ფორმას უნდა მიმართონ და შეტევაზე გადავიდნენ!!!

მოითხოვონ!!!

1. ქიბარ ხალვაშმა დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ გადასცეს ტელევიზიის ასპროცენტიანი წილი გოდოს მოლოდინში უცაბედად გამოჩენილ ირაკლი ოქრუაშვილს !!!

2. ოქრუაშვილმა კი, თავის მხრივ, დააბრუნოს ნიკა გვარამია არხის გენერალურ დირექტორად და გადაუფორმოს ტელევიზია !!!

3. ყოველგვარი ბარიკადების, პარლამენტში შევარდნების და მე ვიტყოდი, არჩევნების გარეშე, დაბრუნდეს ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით!!!

4. გათავისუფლდნენ პატიმრობიდან სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები!!!

5. კასტილიანმა კაცმა კვლავ მიჰყოს ხელი ძველ საქმიანობას!!!

6. აღსდგეს სააკაშვილის დროინდელი რეპრესიები. საპატიმროებს დაუბრუნდნენ პრობაციონერები.

7. სამუდამოდ დამკვიდრდეს ნაციონალური შიში და ტერორი!!!

...და ეს ყველაფერი მოხდეს საქართველოში თავისუფლების იდეის საბოლოო გამარჯვებისა და ევროპაში დაბრუნების ეგიდით!!!

P.S. ყოველივე ზემოთ თქმულის აღსრულების შემდეგ, ვიტყვი, რომ ცხოვრება მშვენიერია და რკინის კარების ნაცვლად, ციხეს მართლაც აქვს შუშაბანდები, ხედით ოკეანის სანაპიროსკენ.