სოსო ვაშაკიძე: ძალიან კარგად ვიცი, რას ამბობენ ,,წყაროზე”!

სოსო ვაშაკიძე: ძალიან კარგად ვიცი, რას ამბობენ ,,წყაროზე”!

ტივტივებენ ექსპერტები და აფრქვევენ ,,ბრძნულ“ აზრებს, სატელევიზიო სივრცე დაპყრობილი აქვთ ერთი და იგივე ,,როჟებს“ და თუ ვინმე ახალი გამოერია, მიესევიან გიენებივით, ამგვარად უსმენენ განსხვავებნულ აზრს... ეს არ ახალია, მაგრამ 28 ოქტომბრის შედეგი, მართლაც ახალი და საგანგაშოა... მე არ ვიცი, ვინ რა და როგორ ანალიზს აკეთებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რას ამბობენ ,,წყაროზე”..

,,წყაროზე” კი, ბევრ რამეზე საუბრობს მრავალჭირნახული საზოგადოება, საუბრობს არა ღვარძლით, არამედ სიყვარულით და ღირსების აღდგენის მომლოდინე:

1. სამინისტროებში, საკანონმდებლო უწყებებში, სიპ-ებში, საელჩოებსა თუ საკონსულობში ყოვლად მიუღებელი პორტირებული ნაცების, საპასუხიმგებლო მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე ყოფნა. 

2. ცენტრში თუ რეგიონებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), არაფრის მაქნისი, უავტორიტეტო და კაბინეტებში ჩამჯდარი მოხელეები - პირველი პირები ...

3. არც ერთი რეგიონის, ან რაიონის პირველი პირი არ იღებს პასუხისმგებლობას არჩევნების ამგვარ შედეგზე, დღემდე არიან გასუსულნი და იცით რატომ? გამგები გაიგებს, ვისი რეკომენდაციითაც არის დანიშნული.... თავმოყვარე ხელმძღვანელი მინიმუმ გადადგომის განცხადებას გააკეთებდა, რომელიმეს ხომ არ გგონიათ, სამარცხვინოდ წაგებული არჩევნებით ჩრდილი მიაყენეთ ივანიშვილს ან ბახტაძეს? ამით თქვენს რაიონს, ქალაქს მოუსპეთ მომავლის იმედი...

ბევრს საუბრობენ ,,წყაროზე” გუსლიტკივილით, თან იუმორსაც ურევენ: ,,მასე იძახდნენ ე. შევარდნაძეზე, პოლიტიკის პელეაო და სისხლისმსმელებს გადაგვაბარაო“ - ეს მეც მენიშნა...

მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ: ,,იოლია სხვიხი კრიტიკა, საქმის კეთებაა ძნელიო“, ამასვე ვასწავლი ახალგაზრდებს, ვინც მისმენს და ვინც ჩემს ნათქვამს ანგარიშს უწევს.

ყველა დონის პირველ პირს მივმართავ: როგორი გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული და სასარგებლო ნაბიჯებიც არ უნდა გადადგათ, ყველაფერი ფუჭი იქნება, თუ არ დააკვირდებით თქვენი ბრძანების შემსრულებლებს, როგორი ხარისხით და ოპერატიულობით ასრულებენ საქმეს.... სანამ ამგვარ კონტროლს არ გაამკაცრებთ, უკმაყოფილების მასშტაბი მუდამ მზარდი იქნება.

მრჩეველთა რაოდენობა, არც ერთ ხელმძრვანელ პირს არ გაკლიათ, მაგრამ აი, ხარისხზე კი რა მოგახსენოთ... შედეგი 28 ოქტომბერია....

პასუხისმგებლობა დააკისრეთ მას, ვინც აქამდე მიიყვანა სიტუაცია, თორემ მერე გვიან იქნება, დრო არ ითმენს... და კიდევ ერთხელ  შეგახსენებთ: ,,სხვისი მოღალატე, შენც გიღალატებს“.