ჯაფაჰარლალ ნერუ: წავაგეთ ბრძოლა საპატრიარქოსთან!

ჯაფაჰარლალ ნერუ: წავაგეთ ბრძოლა საპატრიარქოსთან!

ქართველი ჯაფაჰარლალ ნერუ, იგივე ჯაფარა, იგივე ზურაბ ჯაფარიძე, კანაფის კანონ-პროექტის გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღიარებს, რომ ბრძოლა წააგო:

 მოიგო ეს ბრძოლა საპატრიარქომ, თან პირწმინდად. ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს. მეორე ტურში გასული ოპოზიცია უკვე წავიდა ყველაფერზე, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ მოხდება უახლოეს მომავალში. კანაფზე გაჭედეს და სხვა მიმართულებებზე რაიმე იმედის შენარჩუნება წარმოუდგენელი გულუბრყვილობა მგონია. რამდენჯერმე ვთქვი, კანაფზე გადის დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი-თქო. ერთ მხარეს იყო გირჩი, მეორე მხარეს - ყველა დანარჩენი და წავაგეთ. ესეცაა ამ არჩევნების შედეგი ჩემთვის, წერს ჯაფარიძე, იგივე ჯაფაჰარლალი.