ლევან ნიკოლეიშვილი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შიშმა შეიპყრო

ლევან ნიკოლეიშვილი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შიშმა შეიპყრო

ლევან ნიკოლეიშვილი (ანალიტიკოსი): 

დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ამაში ვთანხმდებით ყველა, გვეთანხმებიან და მხარს გვიჭერენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები. მაგრამ იქვე ხაზგასმით აღნიშნავენ ამ ოკუპაციის ავტორსა და თანავტორს-მიხეილ სააკაშვილის შესახებ. და ამის შესახებ საუბრობენ კონდოლიზა რაისი (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი), კოლინ პაუელი (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი თავმჯდომარე, ოთხვარსკვლავიანი გენერალი), რიჩარდ მაილსი (აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში), სტივ ჰედლი (აშშ-ს უშიშროების საბჭოს ყოფილი მრჩეველი) და სხვა უმრავი ამერიკელი თუ ევროპელი ლიდერი. ოღონდ განსხვავებაა ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლ პერსონებს ცხადია ვერ უბედავენ ამის თქმას, ხოლო თუ საქართველოში ვინმე იგივე თქვა, ეგრევე "გაზპრომის" აქციონერი და კრემლის აგენტი ხდება. სინამდვილეში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შიშმა შეიპყრო, შიშმა იმისა, რომ მოხდა იმ ტაბუს დარღვევა, რომელიც აგვისტოს ომში ნაცმოძრაობას და მათი უცვლელი ბელადის დანაშაულს აჩენს.