წიწაკის სპრეი და დაპირისპირება "ნაცმოძრაობის" შეკრებაზე

წიწაკის სპრეი და დაპირისპირება "ნაცმოძრაობის" შეკრებაზე

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ადგილზე მისულ განსხვავებული აზრის მქონე ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

დაპირისპირების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც ნივთიერება თვალებში შეასხეს.