წლის საუკეთესო ღიმილი

წლის საუკეთესო ღიმილი

მორჩა, მეგობრებო, გადაწყდა, სააგენტო "ლიდერის" მიერ ჩატარებული საგანგებო კვლევის შედეგად გამოვლინდა 2018 წლის "საუკეთესო ღიმილი" და ის ეკუთვნის პაატა ბურჭულაძის აღმოჩენას, ქართულ პოლიტიკაში ამომავალ ვარსკვლავს - ნიკოლოზ მაჭუტაძეს. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი გამოჩნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე, ჩვენი ცხოვრება უფრო გახალისდა და საინტერესო გახდა. მეტიც, მეგობრებო, მაჭუტაძე ერთადერთია ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, ასე თბილად გაგვიღიმოს და მოგვნუსხოს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ბატონ მაჭუტაძეს ენიჭება "მისტერ ღიმილი"-ს წოდება და გადაეცემა სპეციალური ორდენი - "ბატის სკლინტი".