ჭუჭულიკა

ჭუჭულიკა

ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოსალოდნელი იყო, "გირჩის" ლიდერმა, პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძე 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე ჭუჭუს გაწელვის აკრძალვა მოითხოვა. მანფეისბუქისპირად გვერდზე დაწერა, რომ აღნიშნული ქმედება დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ სახლში, ისიც მოზარდების არყოფნის დროს:

"დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია.
ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ, კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი.
საპატრიარქო ითხოვს, კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია.
"გირჩი" ითხოვს, კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე, და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არყოფნის პირობებში".

ზურაბ ჯაფარიძის, იგივე "ჭუჭულიკას" განცხადებით, "გირჩი" შესაბამის მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს ხანში შეიტანს. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, საკონსტიტუციო სასამართლო ჯაფარიძის, იგივე "ჭუჭულიკას" სურვილს უპირობოდ დააკმაყოფილებს და რასაკვირველია, ამით საფუძველი ჩაეყრება მუშათა კლასის დიად მომავალს!

ბატონი ზურაბ ჯაფარიძე ასევე ითხოვს, ცესკომ გაითვალისწინოს და მის სარეგისტრაციო დოკუმენტებში შეიტანოს ცვლილება. კერძოდ, მას დღეიდან ეწოდოს ზურაბ (ჭუჭულიკა) ჯაფარიძე. წესით, ამ ადამიანს არც ცესკომ უნდა უთხრას უარი.

გიორგი ხმალაძე