კახა ძაგანია: ხალხი ვერც ღალატს აიტანს და არც ტყუილს მოითმენს

კახა ძაგანია: ხალხი ვერც ღალატს აიტანს და არც ტყუილს მოითმენს

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევასმემარცხენე ალიანსისერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია ეხმაურება:

- ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საზოგადოების პროტესტმა და მოთხოვნამ შედეგი გამოიღო-კანონპროექტი გაწვეულია.

- თქვენი აზრით, ხომ არ არის ეს წინასაარჩევნო ხრიკი და ხალხის გულის მოგება?

- თუ ხელისუფლება და მმართველი პარტია ხალხის გულის მოგებას ცდილობს, ეს კარგია, ხელისუფლება სწორედ ხალხის აზრს უნდ ითვალისწინებდეს და არა ცალკეულ ჯგუფების და კონკრეტული პიროვნებების, ეს დაუშვებელია და კონსტიტუციაში არ ჯდება. ისე კი, ხელისუფლება ყოველთვის უნდა ცდილობდეს თავისი ხალხის გულის მოგებას.

- და თუ არჩევნების შემდეგ ისევ დაბრუნდება კანონპროექტი პარლამენტში?

- თუ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში მიბრუნება და განხილვა მოხდა, საზოგადოების პასუხი იქნება ძალიან მწვავე! სააკაშვილის დრო დასრულდა, ის დრო, როცა საზოგადოებას თავში ურტყამდნენ და განსხვავებული აზრისთვის სჯიდნენ. ახლა ხალხმა დაინახა ძალა და არ გაჩერდება, ვერც ღალატს აიტანს და არც ტყუილს მოითმენს.